ზიმბაბვეში პასტორი დააკავეს, რომელიც სამოთხეში მოსახვედრ ბილეთებს ყიდდა

ზიმბაბველი პასტორი და მისი მეუღლე სამოთხეში მოსახვედრი ბილეთების გაყიდვის გამო დააკავეს.

პასტორი ტიტო ვოტსი ათასობით ადამიანს ეუბნებოდა, რომ ღმერთმა მას თავად მისცა ოქროს ბილეთები, რათა ხალხისთვის, განსაკუთრებით კი ცოდვილებისთვის მიეცა, რომ მათაც ჰქონოდათ სამოთხეში მოხვედრის საშუალება.

“არ მაინტერესებს, თუ რას ამბობს ჩემ შესახებ ხალხი, თუ პოლიცია. იმის გამო დამაკავეს, რომ ღმერთის სამუშაოს ვასრულებდი. იესო ქრისტე თავად მოვიდა ჩემთან და მომცა ოქროსგან დამზადებული ბილეთები, რათა იმ ხალხისთვის მიმეყიდა, ვისაც სურს, იხსნას საკუთარი სული”, – ამბობს ვოტსი.

პასტორის დაკავებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი თავიანთი ნებით ყიდულობენ ბილეთებს.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.