ზუგდიდში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ,,ტვ ოდიშსზე” დაყრდნობით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ზუგდიდში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის შესახებ:

,,არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისფლება ზუგდიდში სამართალდამცავების სრულ მობილიზაციას ახდენს.

„ოდიშინიუსმა“ გადაიღო ექსკორტის კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდიან სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქში.

ასევე მობილიზაციაა სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც საგანგებო თათბირი მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, პოლიციელებს დავალებებს აძლევენ.”

მოგვიანებით, ლაშა ბერულავამ ინფორმაცია დააკონკრეტა:

,,ზუგდიდში, ე.წ. პრესოვკაში, რესტორან “ბაგრატიონის” შესასვლელთან (ადრე აფხაზეთის კუდ-ის შენობა) დაბანაკდა შემოყვანილი სპეცრაზმი.”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.