ზურაბიშვილი: რთული წარმოსადგენია, „ქართულმა ოცნებამ“ ჩემ გარდა, სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დაუჭიროს მის კანდიდატურას მხარი. ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი სხვა პარტიის მხარდაჭერა მისთვის პოლიტიკურად მისაღები არ იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„აბსოლუტურად გასაგებია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დისკუსია – პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” 8 სექტემბრამდე ვადას, სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი “ქართულმა ოცნებამ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მის გეგმებსა და ხედვებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეუძლია ქვეყანას ორი მიმართულებით: საერთაშორისო კონტაქტები და დიპლომატიური გამოცდილების კუთხით დაეხმაროს.

“რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კონფრონტაციის პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანას დადებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს, პირიქით, უნდა შევეცადოთ მუდმივი დაპირისპირებისგან ახალ რელსებზე გადავეწყოთ,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნება” თავის არჩევანს 8 სექტემბრის შემდეგ გაახმოვანებს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია იქნება უკვე ცნობილი.

31 აგვისტოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.