ზურაბიშვილმა ჩემი დისშვილის მკვლელი კრიმინალების დავალებით შეიწყალა – მოკლული პოლიციელის დეიდა

22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახი.

მუკბანიანის დეიდა, ნინო ოდიშარია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რამაზ დევაძის შეწყალებით თარაშ მუკმანიანი ხელახლა მოკლა. მისი თქმით, ზურაბიშვილი “კრიმინალების პრეზიდენტია”.

“თარაშ მუკბანიანი მეორეჯერ გარდაიცვალა. თარაშ მუკმანიანის გარდა ალბათ გარდაიცვალა მთელი საპატრულო და მთელი პოლიცია. მთელი საქართველო, კონსტიტუცია ამ ქალბატონმა ფეხქვეშ გათელა. მას საქართველოს პრეზიდენტად ვერ აღვიქვამ. ის კრიმინალების პრეზიდენტია. გადაწყვეტილება მიიღო კრიმინალების დავალებით. ის მათთან ანგარიშვალდებულია”- აცხადებს ოდიშარია.

28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემ, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ “ლეგასში” მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

“რეზონანსი “

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.