“თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილს უჭერენ მხარს

“თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს დაუჭერენ.  ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ შალვა შავგულიძემ გააკეთა.

შავგულიძის თქმით, მისი პარტია და “შენების მოძრაობა “ერთიანი ძალებით შეეცდებიან,  დაასრულონ ქვეყანაში ქართული ოცნების მმართველობა

“დღეს „თავისუფალი დემოკრატებიც“ და დავით უსუფაშვილიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოვადგენთ და ერთნაირად მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, რადგან მისი საქმიანობა ხელს აღარ უწყობს და მეტიც, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ასევე დამაზიანებელი იქნება რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნება, რომელთაც თავის დროზე შეუქმნეს პრობლემა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და დღეს იმ ძალადობის აღიარება შეცდომადაც კი არ სურთ.

„თავისუფალ დემოკრატებსა“ და დავით უსუფაშვილს ერთნაირად მიგვაჩნია, რომ საჭიროა, შეიქმნას დასავლური ორიენტაციის ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.