თავის ტვინის ნაადრევი დაბერების მიზეზები სახელდება

მეცნიერებმა 9652 ადამიანი გამოიკვლიეს. მათი საშუალო ასაკი 55 წელი იყო. მხედველობაში მიიღებოდა მათი სხეულის მასის ინდექსი, წელისა და თეძოების გარშემოწერილობის თანაფარდობა და ცხიმის საერთო მასა. მათ ჩაუტარდათ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თითქმის ყოველ მეხუთე მოხალისეს ჭარბი წონა აწუხებდა, რაც ხშირ შემთხვევაში მათი ცხოვრების მჯდომარე რეჟიმით იყო გამოწვეული.

აღმოჩნდა, რომ  სხეულის მასის ზრდა თავის ტვინის რუხი ნივთიერების შემცირებასთან კავშირშია

ცნობილია, რომ ტვინის მოცულობის შემცირება მეხსიერების გაუარესებასა და დემენციის განვითარებასთან, ასევე სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან  არის დაკავშირებული.

ამ დროისთვის მეცნიერებმა არ იციან, როგორ მოქმედებს ჭარბცხიმიანობა თავის ტვინში ცვლილებებზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ პროცესში სისხლის მიმოქცევის სისტემაა ჩართული. ამასთან, ისიც შესაძლებელია, რომ რუხი ნივთიერების კარგვა ჭარბ წონასთან ბრძოლას ართულებდეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.