თავის ქალის მსგავსი ასტეროიდი დედამიწას კრიტიკულად ახლოს ჩაუფრენს

ასტეროიდი 2015 TB-145, რომელიც ფორმით თავის ქალას ჰგავს, დედამიწას უახლოვდება. კრიტიკულ სიახლოვეს ის მომავალი წლის ნოემბერში მიაღწევს. ინფორმაციას ScienceDaily ავრცელებს.

ასტეროიდის ზომა 625-დან 700 მეტრამდეა. მისი ზედაპირი მზის სინათლის მხოლოდ 6 პროცენტს ირეკლავს. საკუთარი ღერძის გარშემო მისი ბრუნვის დრო 3 საათია.

ასტეროიდი დედამიწას ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში თითქმის მთვარის სიშორეზე მიუახლოვდა. მომავალ წელს ეს მანძილი უფრო მეტი იქნება.

მეცნიერების პროგნოზით, 2018 წლის შემდეგ ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 2088 წელს მიუახლოვდება.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.