თალაკვაძემ და კობახიძემ იცოდნენ ივანიშვილის გეგმა პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე – მარიამ ჯაში

არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ პარტიიდან წამოსული, მარიამ ჯაში ამბობს, რომ კენჭისყრამდე კოლეგების ქმედებებმა კითხვები გაუჩინა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

“იმდენად მოულოდნელი იყო ეს შედეგი, როდესაც ეკრანზე დაფიქსირდა და მით უმეტეს, იმდენად არაბუნებრივად ჩანდა, არამხოლოდ იმ ათეულის, არამედ უფრო მეტი კოლეგის აქტიურობა, ბუნებრივია, ამან გააჩინა კითხვები”, — თქვა ჯაშმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარემ იცოდნენ, თუ არა, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კანონპროექტის ჩაგდებას აპირებდა, დეპუტატმა ასე უპასუხა:

“მე ასე მჯერა, რომ ისინი იყვნენ საქმის კურსში”.

2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მარიამ ჯაშმა და მისმა 10-მდე კოლეგამ უმრავლესობა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.