თამარ ჩუგოშვილი: „ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ ადამიანის უფბლებების მდგომარეობაზე“

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოხსენებით წარდგა საერთაშორისო კონფერენციაზე – „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“.

კონფერენციის მიზანი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ათი წლის თავზე არსებული ვითარების ანალიზი, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების განხილვა და საქართველოს მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგომი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვას რესპუბლიკა, თვალსაზრისის მოსმენა.

„პარლამენტს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ჩვენი ამოცანაა, რომ ის კანონები რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, მაქსიმალურად იყოს მომართული, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების რეალიზაციას. მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც მთავრობის მხრიდან იყო ინიცირებული და პარლამენტის მხრიდან – მხარაჭერილი, – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ასევე ემსახურებოდა სხვადახხვა კუთხით იმ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

საზედამხედველო საქმიანობის კუთხით საქართველოს პარლამენტს აქვს პრაქტიკა – ჩვენთან ყოველ წელს შემოდის სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ფარავს ადამიანის უფლებების კუთხით ყველა სფეროს. სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდგომ პარლამენტი იღებს რეზოლუციას, რომლის შესრულებასაც მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგს უწევს მთავრობა ან სხვადასხვა უწყებები. ასრულებენ თუ არა იმ რეკომენდაციებს, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშია მოცემული და ეს ასევე შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც წლის მანძილზე მივიღეთ ეს იყო პარლამენტის სპეციალური რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების ფაქტებს ეხმიანებოდა ეს არის ე.წ „ოთხოზორია ტატუნაშვილის სია“ ამ დოკუმენტმა მოიპოვა მრავალპარტიული მხარდაჭერა. ეს რეზოლუცია შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებს, როგორიც არის მკვლელობა, წამება. ამ რეზოლუციის შედეგად მთავრობამ შეადგინა იმ პირთა სია, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ბრალდებული არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. მოგვიანებით ამ სიის შედგენის შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა და ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაიწყო ადვოკატირება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ იმ პირებს, რომელბსაც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, (სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზოგიერთ შემთხვევაში არ დგება ხოლმე, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამოქმედდეს სხვადასხვა მექანიზმები რომ ქვეყნებმა ეს სია მიიღონ და შესაბამისად ამ პირებს) შეუზღუდონ სხვადასხვა ტიპის ქმედებების განხორციელება უკვე თავიანთ ტერიტორიაზე, ეს სია არის ძალიან კარგი მექანიზმი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიბზეც არსებობდეს იმის შეგრძნება, რომ დაუსჯელი არ დარჩება უმძიმესი დანაშაულებები, რომლებიც შეიძლება იმ ტერიტორიაზე მცხოვრება პირებმა ჩაიდინონ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება გავამახვილოთ თუ რა ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა გამოწვევებია ადამიანი უფბლებების დაცვის კუთხით. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისართან, სხვადსხვა ფორმატებში, ყოველთვის დგება საკითხი, თუ როგორ ჩაიხედოს ევროსაბჭომ იმ ტერიტორიებში, სადაც არ აქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაში არიან ადამიანები და რამდენად მძიმეა მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ამ მცდელობების შედეგად სულ რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია რომელიც შეეხება ევროსაბჭოს ტერიტორიაზე ე.წ „ნაცრისფერ ზონებში“ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას და მონიტორინგს, სადაც კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე ვერ ხორციელდება ევროსაბჭოს მისიების მონიტორინგი და ვითარების შეფასება, კიდევ ერთხელ მიმართა მინისტრთა კომიტეტს და დაავალა, რომ მონიტორინგი გაჩნდეს იმ „ნაცრისფერ ზონებში“ რომელიც ევროსაბჭოს ტერიტორიაზეა.

ამის გარდა ჩვენი დელეგაციის მიერ არის დაინიცირებული რეზოლუცია რომელიც შეეხება აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით სათანადო მექნიზმის შექმნას.

საკითხის სენსიტიურიბიდან გამომდინარე საქართველოს და პარლამენტს შეუძლია შექმნას რამდენიმე რამ, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ხელს შეუწყობს იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ისარგებლონ სხვადსხვა სერვისებით და მუდმივად საერთაშორისო საზოგადოება ამ პრობლემის შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, რომელზეც მუშაობდა როგორც საელჩო და აღმასრულებელი ხელისუფლება ასევე საქართველოს პარლამენტი. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, აქვე ნახსენებია რეზოლუცია „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის შესახებ“ სადაც კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებსაც აქვთ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.