თანამედროვე რუსეთის 5 პრობლემა

1. ეროვნული დეპრესია და სულიერი დაცემა 

რუსეთის მცხოვრებნი უბედურები არიან, ეს ფაქტია. თუმცა, ამისთვის მათ არ აქვთ არანაირი მიზეზი.: კუბელები, ინდოელები, ჩინელები და, ზოგადად, მოსახლეობის 70% რუსეთზე ღარიბულად ცხოვრობს და, ამასთან, ისინი ამაზე არ ჩივიან.

რა თმა უნდა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, რუსეთშიც არიან ისეთი ადამიენები, ვისაც მართლა უჭირთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უბედურად თავს არა მხოლოდ ისინი, არამედ მდიდრებიც გრძნობენ. ეს პრობლემა ჩვენ გაცილებით ძვირი გვიჯდება, ვინაიდან თუ მოსახლეობა იქნება მოწადინებული, მიყვებიან აქტიურ ცხოვრებას, ქვეყნის განვითრება რამდენიმე წლით წინ წაიწევდს.

2. განათლების დაბალი დონე

სამწუხაროდ, განათლება დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა, რომლის დროსაც ბავშვებს ართმევენ დროსა და ჯანმრთელობას, სანაცვლოდ კი ნევროზსა და გამოუსადეგარ ფურცლებს სთავაზობენ. ინტელიგენცია ყოველთვის ზემოდან დაჰყურებს მათ, ვისაც არ აქვს მიღბული განათლება. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ეკითხებიან, თუ რა შესაძლებლობა აქვს ადამიანს, რისი გაკეთბა შეუძლია, არამედ ისმის კითხვა: რომელი სასწავლებელი აქვს დამთავრებული?

3. საბავშვო ბაღები (ინტერნატები) 

კარგი საბავშვო ბაღი არ არსებობს. ინტერნატები – რუსეთის სირცხვილია. უსახლკარო ადამიანების რიცხვი რუსეთში ხუთი ათასს აღწევს. პოლიცია მათ აკავებს და მიჰყავთ ინტერნატში, საიდანაც ისინი ყოველჯერზე გარბიან, ვინაიდან იქ არანაირი პირობა არ არის ცხოვრებისთვის.

4. ნარკოპოლიტიკა 

ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების დიდი პრობლემაა. იმ დროიდან, რაც დაიწყო რეკლამების გამოჩენა ტელეეკრანებზე , ნაკლებად მავნე ნარკოტიკების შესახებ, როგორებიცაა კანაბისი და LSD , ახალგაზრდობა მით უფრო ეტანება მათ.

5. საკუთრების უსაფრთხოება

სამწუხაროდ, ბიზნესმენები ვერ გრძნობენ საკუთრების უსაფრთხოებას. მარტივი მაგალითისთვის: ჩემი სახლის მახლობლად, უკვე რამდენიმე წელია მდებარეობს ავტოსადგომი, რაშიც მფლობელებს თანხა არასდროს გადაუხდიათ. შესაბამისად მიწის წართმევა ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთვის.

გარდა ამისა, ბიზნესმენები შეგუებულნი არაიან იმ ფაქტსაც, რომ თუ ვინმე მათი ბიზნესის წაართმევს დააპირებს , მიტინგზე მათ გარდა არავინ გავა მხარდასაჭერად.

 

წყარო: fritzmorgen.livejournal

ავტორი: მარი ხეხელაშვილი

 

მასალების გამოქვეყნების პირობები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.