თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ტვირთბრუნვა 19.58%-ით შეუმცირდა – “ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა სიკვდილის ზღვარზეა?

საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა მცირდება. ქვეყნის მასშტაბით ავიატვირთებს დღეისათვის მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება და ამიტომ ქვეყნის ავიატვირთბრუნვის 100%-ი სწორედ თბილისის აეროპორტზე მოდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობამ 25,511 ტონა შეადგინა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 31,724 ტონა იყო, შესაბამისად ტვირთბრუნვის კლებამ 19.58%-ი შეადგინა.

2016 წლის მაჩვენებლებით, თბილისის აეროპორტში სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობამ 34,065 ტონა შეადგინა, შესაბამისად ბოლო ორ წელიწადში ტვირთბრუნვის მაჩვენებლი 25.11%-ითაა შემცირებული.

ბოლო 8 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე მეტი ტვირთი 2016 წელს გაატარა, ხოლო ყველაზე ცოტა 2014 წელს – 14,885 ტონა.

2018 წლის მაჩვენებლებით, კარგო გადაზიდვებში ბაზრის ლიდერები არიან: RUBY STAR-ი, CARGOLUX AIRLINES-ი და ETIHAD AIRWAYS -ი.

BFM

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.