თბილისის ძიუდოს გრან პრი თუშიშვილის ტრიუმფით დასრულდა – საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი – 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრი გურამ თუშიშვილის (+100კგ) ტრიუმფით დასრულდა.

მძიმე წონით კატეგორიაში, თუშიშვილმა ირანელ მოწინაღმდეგეს, რომელთანაც ვაზარით მარცხდებოდა, არაფერი დაანება და შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მას იპონით აჯობა, რითაც საქართველოს ნაკრებს მეხუთე ოქროს მედალი მოუტანა.

ჯამში, თბილისის გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი – 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქედან, ერთი ბრინჯაოს მედალი, 17 წლის მარიამ ჭანტურიას ანგარიშზეა.

წყარო: ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.