თბილისმა – ევროპის ახალმა “სინათლის ქალაქმა” ტურიზმის რეკორდი მოხსნა

“საქართველოს დედაქალაქს ტურისტების რაოდენობის რეკორდი მოეხსნა 2019 წელს. ახლახან ქალაქში დამონტაჟდა შთამბეჭდავი განათება ახალი წლისთვის, რამაც ის ევროპის ოფიციალურ „სინათლის ქალაქად“ აქცია.”

ამის შესახებ სტატიას PR Newswire-სი ავრცელებს. ასევე,  prnewswire-ს ეს სტატია დაიბეჭდა სხვადასხვა უცხოურ მედიაში.

გამოცემის ინფორმაციით, “თბილისმა ევროპის ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ზედიზედ მეორე წელს ტურისტების რაოდენობის რეკორდი დაამყარა. 2018 წელს ქალაქმა 3,6 მილიონზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, რაც ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო და ეს მაჩვენებელი 15,7%-ით გაიზარდა 2019 წლის პირველ სამ კვარტალში.

ტურისტული ნაკადის ძირითადი ზრდა მოდის ევროპიდან, საიდანაც სულ უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოდის საქართველოს დედაქალაქში. 5 ქვეყანა იმყოფება ტურისტების რაოდენობის ზრდის სათავეში: ირლანდია (72%), შვეიცარია (45%), გერმანია (38%), დანია (32%) და ინგლისი (28%).

თბილისის მთავარი საშობაო ნაძვის ხე 25 მეტრის სიმაღლისაა და მშვენიერია. იტალიური კომპანია IDO SRL-ის მიერ შექმნილი, ის კიდევ უფრო მომხიბლავია იმის გამო, რომ ჩვეულებრივ ნაძვის ხეს ჰგავს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებულ ყოველწლიური გამოკითხვის მიხედვით, ტურისტების მხოლოდ 1,7% იყო უკმაყოფილო ქალაქში მათი ყოფნით. ქალაქი, რომელსაც „ისტორიით სავსე“ ქალაქს უწოდებენ, ცნობილია მის მიერ ისტორიის დაფასებით, ისევე როგორც სიახლეების სიყვარულით. ამ ქალაქში ყველასთვის არის რაღაც მიმზიდველი. ტურისტების უმრავლესობა სიამოვნებას იღებს შოპინგით, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებით, დახვეწილი ქართული ღვინოებით და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით.

დედაქალაქის მერმა თბილისი გადააქცია ახალ სინათლის ქალაქად 2020 წელს, რადგან ის კონცენტრირებულია ტურისტების მოზიდვაზე მთელი ევროპიდან.

ქალაქის დეკორაციები 14 იანვარს მოიხსნება, როდესაც თბილისი გამოაქვეყნებს ტურიზმის მონაცემებს 2019 წლისთვის. გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ტურიზმის რეკორდის კიდევ ერთხელ გაუმჯობესება 2020 წელს და კიდევ უფრო შთამბეჭდავი სინათლის შოუ იქნება დაგეგმილი. თბილისის ოფიციალური პირები დაელოდებიან, გადაამოწმებენ და ინფორმაციას გააცნობენ მოგზაურებს.

თბილისის მერია

თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდინარე მტკვარზე, რომლის მოსახლეობა 1,5 მილიონ ადამიანს აღწევს. ქალაქი დაარსდა ჩვენი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ვახტანგ I გორგასლის მიერ და წარმოადგენდა სხვადასხვა ქართული სამეფოების და რესპუბლიკების დედაქალაქს.

თბილისის მერია არის ქალაქის მთავრობის წარმომადგენლობითი ორგანო. იგი პასუხისმგებელია თბილისის მიმდინარე მართვაზე. სხვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მსგავსად, თბილისის მერია მონაწილეობს მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში, როგორიც არის განათლება, კულტურა, სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, ნაგვის გატანა და ასე შემდეგ.

კახა კალაძე თბილისის მერი გახლავთ 2017 წლის ნოემბრიდან. ყოფილი ფეხბურთელი, ის თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2011 წლამდე. კალაძე დასახელებული იყო წლის ფეხბურთელად 2001-2003, 2006 და 2011 წლებში და ითვლება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.