თბილისში კლიენტმა ტაქსის მძღოლის მანქანა გაიტაცა

თბილისში კლიენტმა ტაქსის მძღოლის მანქანა  გაიტაცა. ავტომობილის მფლობელის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა.

„ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა,“ – აღნიშნა დაზარალებულმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედნიდან გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა.

სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 178-ე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.