თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობა ძვირდება

თბილისში, მოკლე მანძილებზე მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 10 თეთრით ძვირდება, თუმცა 80 თეთრიანი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება უცვლელი რჩება. ინფორმაციას სააგენტო IPN კომპანია “თბილისის მიკროავტობუსზე” დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, გადაწყდა, რომ მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდეს მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს და 2017 წლის 8 მარტიდან გახდეს 50 თეთრი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.