თბილისში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

თბილისში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. კერძოდ, დიდ დიღომში, სოფელ დიღომსა და ჩუღურეთის რაიონში. ამის შესახებ 1tv წერს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდ დიღომში, სოფელ დიღომსა და ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაოების შესრულების ხარისხით დაინტერესდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მშენებლობა დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონში გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის ორივე დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და შემოდგომიდან ჯამში 1000 ბავშვს მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, წელსვე დასრულდება ახალი ბაღის მშენებლობა სოფელ დიღომში, სადაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა 350 ბავშვექნს ება. რაც შეხება ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის N1-ში მშენებარე ბაღს, ის 350 ბავშვზეა გათვლილი.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებულად ისევ კომპანია “ნილი“ გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. 

თბილისის მერიამ კომპანია “ნილს“ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება იანვრის დასაწყისში გაუფორმა, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების თანახმად, “ნილი“ ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უნდა მომსახურებოდა.

ამ ერთი თვის განმავლობაში კომპანიის მისამართით ბევრი პრეტენზია გამოითქვა. “ნილის“ დირექტორმა, თავის მხრივ კომპანიის მიმართ დივერსია არ გამორიცხა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.