თბილისში ორი მულტიფუნქიური სპორტული ცენტრი აშენდება

თბილისში ორი მულტიფუნქიური სპორტული ცენტრი აშენდება.  ტერიტორია უკვე შერჩეულია. ვარკეთილიში, მესამე მიკრო რაიონში 180- ე სკოლასთან  სპორტულ ცენტრს 18 828 კვ.მ ფართობობი დაეთმობა, ხოლო დიდი დიღომი, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ  6384 კვ.მ

ამის შესახებ ნათქვამია  თბილისის მერიის  მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, რომლის მომსახურებაზეც ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 600 000 ლარია.

დოკუმენტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს სათანადო ფუნქციონალური დატვირთვის სპორტული კომპლექსი, ასევე უნდა მოხდეს კომპლექსის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების დაგეგმარება.

სპორტული კომპლექსი უნდა მოიცავდეს ორ საცურაო აუზს (დიდი და საშუალო) გადახურვით (დიდი აუზი ერთ მხარეს ტრანსფორმირებადი კედლით, რომელიც სეზონურად გაიხსნება და გაერთიანდება ღია ტერასასთან), ტანვარჯიშის დარბაზს, სპორტულ მოედანს (ფეხბურთისა და კალათბურთისათვის), სპორტული ორთაბრძოლების დარბაზს, სატრენაჟორო სივრცეს, 2 ფიტნეს დარბაზს, მასაჟის ოთახებს, საუნას, კაფეს, მოსაცდელს, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზებს და ყველა საჭირო დამხმარე ფართს.

დოკუმნეტში ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება ერთ ობიექტზე 10 000 000 მლნ. ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს პროექტის კონცეფცია – გეგმარებითი გადაწყვეტები სამი ან მეტი ალტერნატიული ვარიანტის მიმოხილვით, ასევე 3 ესკიზური პროექტი თითოეულ ლოკაციაზე, საიდანაც შესაძლებელი იქნება შეირჩეს ერთი პროექტი ან ცალკეული პუნქტების შეჯერების საფუძველზე, შეიქმნას ახალი ესკიზური პროექტი და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს შესათანხმებლად.

ბაჩო ადამია

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.