თბილისში ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო

თბილისში დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ტაქსით მომსახურების ნებართვის მისაღებად აუცილებელია, მძღოლმა ელექტრონული განაცხადი შეავსოს ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge, რომელიც უკვე გააქტიურებულია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების მოუწევთ, რომელზეც მათი მონაცემები იქნება განთავსებული.

ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლები 100 ლარს გადაიხდიან, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი – 50 ლარს.

ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულად თავისუფალია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.