თბილისში ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა

თბილისში ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან, ასევე ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე.

მერიის განმარტებით, ტერიტორიაზე არსებული კლდეები პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ამიტომ დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტის უჟანგავი ბადეები და დეტალები დაიფარა სპეციალური საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.

სამონტაჟო სამუშაოები შპს „მანგიმ” აწარმოა და მასზე ბიუჯეტიდან დაახლოებით, 855 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.