თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – ამ მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

ქალაქის ცენტრში თელავის საზოგადოება შეიკრიბა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შენარჩუნებას გულისხმობს. ორგანიზატორების განცხადებით, პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გაეგზავნება.

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განმარტებას სთხოვენ, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. მიმართვას, რომელიც 29 მარტს გავრცელდა, 120 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის, იმ 7 ქალაქში მოქმედი ორგანიზაციებიც, რომელთა გაუქმებაც იგეგმება.

იმავე დღეს, არასამთავრობო სექტორს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყება ადასტურებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის – ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისთვის და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის საკითხზე სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს. უწყება მიიჩნევს, რომ ამ ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის მინიჭებით შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა.

წყარო: imedinews.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.