“თითეულ ოჯახს კეთილდღეობის გზაზე დავაყენებთ” – პოლიტიკურ სატყუარად ქცეული დაპირებები

2011  წელს ბიძინა ივანიშვილის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ ცოტას თუ ენახა.

ბიძინა ივანიშვილი მაღაროელის ოჯახში, სოფელ ჭორვილაში დაიბადა. სოფლის მოამაგე მეზობელ გლეხებს წლების მანძილზე უფასოდ შაქარსა და ფქვილს ურიგებდა. ჯერ კიდევ არ ყვებოდა როგორ გახდა ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

მოგვიანებით, სამუშაო ლეგენდამ თქვა, რომ მან ჯერ არმირებული მილების, შემდეგ კომპიუტერებით ვაჭრობით, რუსეთში მრავალი მილიარდი დააგროვა.

ივანიშვილს ქვეყანაში იცნობენ, როგორც მეცენატს, რომელიც უანგაროდ აღადგენდა თეატრებსა და მუზეუმებს.

ყოველგვარი სხვა განზრახვის გარეშე უმაღლეს ხელისუფლებასთან სიახლოვის მისაღწევად, აფინანსებდა გრანდიოზულ სახელმწიფო პროექტებს.

ასეცე, რაიმე გათვლების გარეშე მოეპოვებინა ყველაზე დიდი ავტორიტეტების აღიარება, აშენებდა ეკლესიებს.

ივანიშვილი ბომონდშიც მიღებული იყო. წლების განმავლობაში უანგაროდ აფინანსებდა მსახიობებს, მომღერლებს, გამოჩენილ ადამიანებს. და იმ დროს, როდესაც აფიშაზე პრემიერის თარიღი გამოქვეყნდა, ივანიშვილს უკვე ათასობით მოვალე ჰყავდა. და როპგორც თავად აცხადებდა, “ნებიერ გაზაფხულს” არა ნაკლებ ნებიერი შემოდგომა მოჰყვა და “ქართულმა ოცნებამ” რევოლუციურ ხელისუფლებას, არჩევნები მოუგო. მისი ცნობილი ანგდოტების სახალხოდ გამოტანის შემდეგ, პირველი რაც მან გააკეთა, ბიუჯეტიდან უკან წაიღო ის 80 მლ. ლარი, რომელიც საქალაქო სასამართლომ მას პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისთვის დააკისრა.

საკუთარი ჯიბიდან დაწყებული სამართლიანობის აღდგენა, მისი პოლიტიკური ოპონენტების ერთი ნაწილისთვის პატიმრობით დასრულდა, სხვებისთვის იძულებითი ემიგრაციით.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უსამართლო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი მინიშნება და მწევავე კრიტიკაც ყოფილა, სასამართლოებში გადაწყვეტილებები უპრობლემოდ იწერებოდა და ცხადდებოდა. ერთადერთი საქმე, რაც მის ხელისუფლებას უკან მძიმე დშემოუბრუნდა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა იყო.

ის, რაც სასამართლოს განაჩენებში ვერ ჩაეტია, ქუჩურად წყდებოდა, მუშტიკრივით.  არჩევნების დღეს თუ წინასაარჩევნოდ დღისით-მზისით…

ასეთი დაკვეთების შემსრულებლების დეფიციტი საქართველოში “ოცნების” ამნისტიის შემდეგ არ იდგა.

შვიდი ათასამდე გათავისუფლებული პატიმარი, მათ შორის რუსეთის ჯაშუშები. მოგვიანებით მსოფლიო მასშტაბის ტერორისტები და მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ე.წ. პოლიტპატიმრები. შედეგად კი, საქართველოში კრიმინალმა საგრძნობლად მოიმატა.: “კრიმინალი რაღაც პერიოდი მოიმატებს და ქართველი საზოგადოება ამას უგაგებით უნდა მოვეკიდოს და უნდა გავიჭირვოოთ”-ივანიშვილის დაპირებებიდან ეს ნამდვილად შესრულებულია. პირობა კი იმდენი გაცსა, ერთი ადამიანის მეხსიერებისთვის ნამდვილად ბევრია;

“მკვეთრად შემცირდება საბანკო პროცენტი”

“დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს”

“შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს”

“სამუშაო ადგილების რაოდენობა, ათეულობით ათასი იქნება”

“ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებასაც”

“ეკლესიას გავათავისუფლებთ ნებისმიერი ზეწოლისაგან”

“თითეულ ოჯახს კეთილდღეობის გზაზე დავაყენებთ”

“გავაკეთებთ იმას, რომ ევროპის მსგავსი ქვეყანა აშენმდეს საქართველოში” 

“თქვენ გექნებათ საშუალება, პირველ რიგში მიიღოთ ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი ფული” 

უფასო ფულის ნაცვლად, ლარის კურსის ვარდნით გულამოვარდნილ მოსახლეობას კი, მალევე ოლიგარქმა მოსახლეობას უფასო კონსულტაცია გაუწია: “უნდა დაიქირავონ ბანკი, ან სპეციალისტი, რომელიც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს”

რჩევამ არ გაჭრა და საბოლოოს ადამიანები ქვეყანაში 40%-ით გარარიბდნენ, ივანიშვილი კი კიდევ რამდენიმე მილიონით გამდიდრდა.

დანაპირების ასრულება პირველივე წლიდან უნდა დაწყებულიყო, მეორე თუ არა მესამე წელსმაინც კი, წელში ვიმართებოდით:”მესამე წელი იქნება უკვე ის, რომ ამას მოსახლეობა საკუთარ ოჯახებსა და ჯიბეზე იგრძნობენ”. თუმცა, დაპირება მალევე უარყო და ზუსტად მესამე წელს ჟურნალისტებს მოუბრუნდა: “ჯიბეზე დაგეტყობათ ეს ჩემი სიტყვები არ არის და თუ შეიძლება პუნქტუალობა იქონიეთ”

მერე იყო პირადი ცხოვრების მსახველი კადრები, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შანტაჟი, საიდუმლო სატელეფონიო თუ ვიდეო საუბრები…

იწყებოდა გამოძიებები და სახელდებოდნენ დამნაშავეები. მათი სახელები კი ამბობდა იმდენივეს, რამდენსაც “ჰაკიმ ფაშა”

ბიძინა ივანიშვილის პოსტიდან წასვლით, წარმოდგენის მეორე აქტი დაიწყო. არაფორმალური მმართველობის პირველი ერა საქართველოს ისტორიაში. ექსპრემიერს ამის გამო არც უხერხულობა უგრძვნია და არც ის დაუმალავს, რომ საკადრო გადაწყვეტილებებში ერეოდა: “ღარიბაშვილმა დასვა კითხვა, ბატონო ბიძინა, ხომ არ დადგა დრო, მეც თქვენთან წამოვიდე?-კარგია!”

2016 წელს, განაღდებული საკონსტიტუციო უმრავლესობით განაღმულ ველზე, ექსპრემიერმა ხელი მებაღეობას მიჰყო. მის თავგანწირულ დენდროლოგიას, წინ ვერაფერი აღუდგა. ვერც მთები, ვერც ზღვები და ვერც ქარსაფარი ზოლები.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო თუ საშინაო საქმეებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ოფიციალურად არ ეკისრება, მისი ხანგრძლივი ანტრაქტი დასრულებულია.

“ღმერთმა ნუ ქნას ჩემი დაბრუნების აუცილებლობა დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას

ძნელად სავარაუდოა გაბუტული გედევან ფოფხაძე ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილისთვის არმაგედონის მოახლოების მანიშნებელი. ადვილად სავარაუდოა, ეს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იყოს. მის გამოჩენას დასიც და პუბლიკაც ინტერესით ელის. პროტაგონისტი კი, ფინალურ აქტში სცენაზე ბრუნდება.

ავტორი: მაია ლომაძე
“გურიის მოამბე”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.