„თურმე მილიარდები უნდა დახარჯო, რომ ამათ დღეში სამჯერ წამალი გაიკეთონ“

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ნარკოტიკების თემაზე წერს:

„ცაკალლები 
რა გინდათ, მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, იზრუნე ამათზე 😍მაშინ,როდესაც ათასობით მოხუცი, ბავშვი და უნარშეზღუდული, და უბრალოდ მძიმე ავადმყოფი უსახსრობის გამო იხოცება და ლოგინად ვარდება, მიდი და დახარჯე მილიარდები, რათა ესენი ცენტრებში წამოკოტრიალებულები იყვნენ ტახტზე ტელევიზორის წინ, დღეში სამჯერ უკეთებდნენ წამალს და სეირნობდნენ ფიჭვნარში, სუფთა ჰაერზე…!

მერე რამდენი მოინდომებს ასე ყოფნას, კიდევ ცალკე თემაა…

Nestan Bluashvili

ბავშვობაში ერთ გოგოსთან ვმეგობრობდი. მეზობელი იყო. პირველად მაშინ ვნახე ისეთი ბავშვი, ვისაც საკუთარი მშობლები ეზიზღებოდა. მამამისი ამ ქვეყნიდან გასული ნარკომანი იყო. სახლში რაიმე ღირებული თუ ჰქონდათ, ყველაფერს ჩირის ფასად ყიდდა. საკუთარი ცოლ-შვილის “გაყვიდის” მცდელობებიც ჰქონია. ეს ბავშვი ნატრობდა, ნეტა, მამაჩემს მეტი დოზა მოუვიდეს და მოკვდესო. დედამისიც ეზიზღებოდა, ასეთ კაცთან როგორ ცხოვრობს, სახლიდან რატომ არ აგდებსო.
ყველა ეზიზღებოდა, ვინც მამამისისგან საკუთარი სახლიდან მოპარულ ნივთებს ყიდულობდა და ვინც მამამისს მერე ამ ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკებს აძლევდა.
ის კაცი ციხეშიც ეგდო რამდენჯერმე, იქაც იკეთებდა ნარკოტიკებს, უარესად ჩალპა. სახლებიც გაყიდეს, რომ იქიდან დაეხსნათ.
ეს ფულები რაც მის ციხიდან დახსნაში დახარჯეს, მკურნალობაში რომ დაეხარჯათ, იქნებ შველებოდათ.
ამ გოგოს მთელი ბავშვობა გამწარებული და მოშხამული ჰქონდა.
ვერ ვიტან, როცა ამბობენ, რომ ნარკომანი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვნებსო.
ამ პრობლემის მოგვარება თუ სურს სახელმწიფოს, ციხეში კი არ ჩაყაროს ეს ავადმყოფები, კლინიკები გახსნას და უმკურნალოს.
ნარკობიზნესმენები კიდევ ციხეში უნდა ეყარონ.“

 წყარო: alia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.