თურქეთში სამუშაოდ ჩასული ქართველები მონურ პირობებში აცხოვრეს და ფული არ გადაუხადეს

თურქული გამოცემა „Milliyet” – ის ინფორმაციით, თურქეთში სეზონურადმომუშავე საქართველოს 28 მოქალაქემ, რომლებიც ორდუს ილის უნიოსრაიონში თხილის საკრეფად არიან ჩასულები, ადგილობრივჟანდარმერიაში საჩივარი შეიტანეს და განაცხადეს, რომ დამქირავებლებმა ისინი მოატყუეს და ხელფასს არ უხდიან.

პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს მოქალაქეების მამუკა ოკრიბაშვილისა და სალომე დვალიშვილისგანცხადებები, რომელთა მიხედვით, 28 ქართველი თხილს 1 აგვისტოდან კრეფდა, მაგრამ ერთ თვეში საერთოჯამში ყველას მხოლოდ 9 ათასამდე ლირა მისცეს. ისინი ნახევრად შიმშილობდნენ და გაუსაძლის პირობებშიიმყოფებოდნენ.

“მუშაობის დაწყებიდან 4-5 დღის შემდეგ მოვითხოვეთ თანხის გარკვეული ნაწილი იქ ყოფნისა და არსებობისთვის, გვითხრეს, რომ მალე მოგცემთ ფულსო, თუმცა მას მერე არაფერი მოუციათ”, – განაცხადა მამუკა ოკრიბაშვილმა.

“იმის გარდა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ფულს არ გვაძლევენ, საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, მხოლოდ პომიდორს, ნახევარ პურს და დამპალ

ყურძენს გვაჭმევდნენ, საცხოვრებელი პირობებიც საშინელი იყო”, – განაცხადა სალომე დვალიშვილმა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.