თურქულმა კლუბმა 18 ფეხბურთელი გაყიდა და 10 თხა შეიძინა

თურქულმა კლუბმა „გულსპორმა“ ახალგაზრდული გუნდის 18 ფეხბურთელი გაყიდა და მიღებული თანხით 10 თხა შეიძინა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

კლუბის ხელმძღვანელობა რძის გაყიდვით დაახლოებით 5 000 თურქული ლირის (727,8 ევრო) გამომუშავებას იმედოვნებს. მედიის ცნობით, ყველა მოგება კლუბს მოხმარდება.

„გულსპორის“ პრეზიდენტმა ქენან ბიულქებებმა CNN-თან ინტერვიუში განცხადა, რომ კლუბის ინტერესების თანახმად მოქმედებდა. „ჩვენ მეტი შემოსავალი გვექნება“, – განაცხადა მან.

18 ფეხბურთელის გაყიდვამ კლუბის ბიუჯეტს 15 000 ლირა (თითქმის 2,2 ათასი ევრო) მოუტანა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.