თუ არსებული სიტუაცია გაგრძელდა, გერმანია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს – რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი

 ევროპიდან არალეგალების სამშობლოში დაბრუნების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის, აზრით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების თემებზე ბრიუსელში დიდი ხანია, მუშაობს, ევროკავშირისთვის იმდენად მწვავეა არალეგალური მიგრაციის საკითხები, რომ წევრი ქვეყნები ამ პრობლემაზე თვალს არ დახუჭავენ.

„ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის და ხალხისთვის, რომ რაღაც უნდა იღონონ. პრობლემა ისაა, რომ პრობლემა არსებობს. როდესაც უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა, იყო საინფორმაციო კამპანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კამპანიის გაგრძელება საჭიროა. თუ ასე არ მოხდა და არსებული სიტუაცია გაგრძელდა, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ გერმანია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს,“ – განაცხადა რიკარდ ჟოზვიაკიმ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.