თუ დედამიწიდან გაქცევა გსურთ, ეწვიეთ მარსს ვირტუალურად – ახალი Google Mars-ი

დედამიწაზე ყოფნით დაიღალეთ? შეგიძლიათ მარსზე გაემგზავროთ, ვირტუალურად მაინც.

Google Mars-ი საშუალებას გაძლევთ, წითელი პლანეტა 225 მლნ კილომეტრიანი ტურნეს ფარგლებში შეისწავლოთ.

NASA-ს ხომალდების მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, სააგენტოს მეცნიერებთან ერთად, Google-მა მარსის ყველაზე დეტალური რუკა შექმნა.

Google Mars-ზე წითელი პლანეტა სულაც არ არის წითელი. სამაგიეროდ, თქვენ წინაშე იშლება მრავალფერი კრატერები და მთები.

ხილული სინათლის სპექტრში, ის ნაცრისფერია, რაც წარმოაჩენს ზედაპირის უფრო მეტ დეტალს.

პლანეტის დათვალიერება შეგიძლიათ ინფრაწითელ სპექტრშიც.

ინფრაწითელ ფოტოებზე ჩანს, რამდენად ცივი ან თბილია პლანეტის ესა თუ ის ადგილი. ასევე კარგად ჩანს მარსული ღრუბლები და ატმოსფერული მტვერი.

რუკების ინტრფეისი თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი იქნება, თუ ოდესმე გამოგიყენებიათ Google Maps-ი — შეგიძლიათ კონკრეტული ადგილის გადიდება, პლანეტის სხვადასხვა მახასიათებლის მოძებნა და ა. შ.

რუკის საშუალებით, მარსზე მაუსის მოძრაობით იმოგზაურებთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ დაკლიკოთ და ესტუმროთ პლანეტის ვაკეებს, ქედებს, კრატერებს, მთებს, კანიონებსა თუ დიუნებს.

მეზობელ პლანეტაზე ხეტიალი, თუნდაც ვირტუალურად, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იყოს დედამიწისეული ყოველდღიურობის თუნდაც მცირე ხნით დასავიწყებლად, ისიამოვნეთ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.