“თუ ვინმემ პატრულს მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის – დაისჯება. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა – დაისჯება. თუ მესამე პირმა, ეს მასალა გამოიყენა… ისიც დაისჯება”

ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, დაისჯება, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა. გახარიას თქმით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, იმის მიუხედავად, ვინ არის და რა თანამდებობა უკავია მას.

კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, გახარიამ ხობში გააკეთა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული ოჯახი საავადმყოფოში მოინახულა.

„საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლაშა ნაცვლიშვილი, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს, ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ერთი. რაც შეეხება, კონკრეტულ საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი – ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის – დაისჯება. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს – დაისჯება. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც დაისჯება. მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, – განაცხადა გახარიამ.

კადრები, რომელიც P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა-საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ მთავარი PR ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხილზე მდგომარეობაში მართავს მანქანას. ის ან ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.