თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს – დეპუტატი გოგა გულორდავა

თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს- ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა გოგა გულორდავამ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ ტენდენციურები, თუ ვინმე ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას ნარკოტიკი ჩაუდეს, ამით ამავდროულად მისი დამკავებელი პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს და ასეთი განცხადებების უაპელაციოდ გაკეთება, თან ისე, რომ არ იცნობდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, პირდაპირ ურტყამს როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურას და სასამართლოს” აცხადებს გულორდავა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებასა და პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია:

„რაც შეეხება ნარკოტიკის რაოდენობას, როდესაც ადამიანს დაუდასტურდება 45 აბზე მეტი „სუბოტექსის“ შეძენა და შენახვა, არ მგონია საკამათო იყოს, რომ ვერანაირი ნარკოპოლიტიკა ამას ვერ უშველის, კანონში ასეთი რაოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის დაუსჯელობა ნამდვილად არ მოგვიტანს კარგს.
ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში ნარკოპოლიტიკაზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ უნდა შევძლოთ ორივე პოზიციიდან ყველაზე რაციონალური, სწორი არგუმენტების ამორჩევა, პოზიციების დაახლოება და ისეთი კანონის მიღება, რომელიც ნარკომომხმარებლებს კი არ დასჯის, არამედ დაეხმარება მკურნალობაში და მეორე მხრივ მკაცრი იქნება ნარკოტიკის გამსაღებელთან მიმართებით“, – განაცხადა გულორდავამ.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.