“თუ მე გავხდები ამერიკის პრეზიდენტი, პუტინის ტირანიული მმართველობა დასრულდება” – ჯო ბაიდენი

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი პირდება ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპას რუსეთის ზეწოლისგან გათავისუფლებას, თუ მას აირჩევენ პრეზიდენტად 2020 წელს,- აღნიშნული კომენტარი ბაიდენმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ამერიკელი ამომრჩეველის მიმართ განკუთვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა.


„პუტინი და რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს, ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში და გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. გაიხსენეთ, რომ ჰილარი კლინტონი, რომელიც ამერიკის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა სამი წლის წინ არჩევნებში. ამჯერად კი მათი სამიზნე მე ვარ, რადგან პუტინმა მშვენივრად იცის, რომ თუ მე გავხდები პრეზიდენტი, მისი ტირანიული მმართველობა დასრულდება. მის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და აღმოსავლეთ ევროპის დაშინების მცდელობა დასრულდება.“ ,- ამბობს ბაიდენი.

ვიცე-პრეზიდენტმა პუტინს უწოდა ადამიანი, რომელიც მოწინააღმდეგეების ჩაგვრით არის დაკავებული, რომელიც ნაცნობი პრაქტიკაა აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტისთვისაც.

„როდესაც მე ვიქნები პრეზიდენტი ყველაფერი შეიცვლება. ბატონო პუტინო, ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს არჩევნების შედეგებს და არა თქვენ“.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.