თუ ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული კვარაცხელიას საქმის მასალებს არ გადმოგვცემენ, სტრასბურგში რუსეთის გარდა საქართველოსაც ვუჩივლებთ – მარიამ ჯიშკარიანი

“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი” სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მიმართავს. ორგანიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნისა და საქმის მასალების გადაცემას ითხოვს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მასალები მათ ევროპულ სასამართლოში გადასაგზავნი დასკვნის მოსამზადებლად სჭირდებათ. თუ დოკუმენტების გადაცემაზე ცენტრს უარს ეტყვიან “ემპათია” მზად არის სტრასბურგში რუსეთის გარდა სარჩელი ქართული მხარის წინააღმდეგაც შეიტანოს.

„მივმართავთ დღეს, რომ გამოვითხოვოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა და არამხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა, სისხლის სამართლის მასალები.

იქიდან გამომდინარე თუ რა მასალების მივიღებთ პროკურატურიდან და მივიღეთ თუ არა, ცენტრი ემპათია განაგრძობს კომპლექსურ კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას და სავარაუდოდ შევიტანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს.

თუ არ გადმოგვცა ეს იქნება უხეში დარღვევა და მაშინ გამოვა,რომ საქართველოს მხარეც არ ახორციელებს ეფექტურად გამოძიებას. იძულებული ვიქნებით, არამარტო რუსეთის ფედერაციის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც შევიტანოთ სარჩელი,“-აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.  

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.