“თუ შეწყალება მოხდა, არაგონივრულ ვადაში, შეიძლება სახელმწიფო გახდეს ბრალდებული”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, განცხადებას ავრცელებს:

“გამოძიებაში ჩართულები არ ვართ, თუმცა გამოვითხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ყველა ის შეწყალების აქტი, რაც სალომე ზურაბიშვილმა განახორციელა მისი არჩევის დღიდან. 

გვაინტერესებს, არიან თუ არა შეწყალებული ის პირები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულები. მაგალითად, სიცოცხლის მოსპობაში, მკვლელობაში და როდის მოხდა მათი შეწყალება.

არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ამბობს, რომ ასეთ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულმა, როგორიცაა წამება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, უნდა მოიხადოს გონივრული სასჯელი. თუ ის არ მოიხდის გონივრულ სასჯელს, მათ შორის თუ შეწყალებული იქნება არაგონივრულად მოკლე ვადაში, ძალიან მალე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან, ეს უთანაბრდება სასჯელისგან გათავისუფლებას და რეალურად, სახელმწიფო შეიძლება იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან დაარღვია პირის სიცოცხლის უფლება. ამიტომ, ამ ჭრილიდან ვუყურებთ ჩვენ, როდის მიიღო პრეზიდენტმა შეწყალებების შესახებ გადაწყვეტილება, რამდენ ხანში, რა ტიპის დანაშაულებზე და შეიძლება თუ არა ამ გადაწყვეტილებებით იყოს დარღვეული ადამიანის უფლებების ის სტანდარტი, რასაც ევროპის სასამართლო ადგენს. ჯერჯერობით ჩვენ კვლევის პროცესში ვართ”.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.