“თქვენ ეტყობა ეკა ბესელიას არ იცნობთ…”- ბესელიას პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერზე

თქვენ ეტყობა ეკა ბესელიას არ იცნობთ – ეკა ბესელია ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ პირველ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. დეპუტატი ამბობს, რომ მას კადრების ნახვამ ღიმილი მოჰგვარა.

„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ ვინც დგას ამ ყველაფერის უკან-  თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო , ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი. ველოდი მართალი გითხრათ , ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი რომელიც ასახავს ოჯახური  საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი , ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს როგორც ფაქტი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.