„თქვე ფაშისტებო და დაუნახავებო, დიდი რუსეთი ისევ დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით“

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:

„მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში.”

აი, ხომ არ გჯეროდათ, თქვე ,,ლიბერასტ-ფაშისტებო”, ახლა რას იტყვით?!
მოსკოვი, როგორც იქნა, ყურადღებით გაეცნო კვირიკას მიმართვას(არ აცლიდით, თორემ მანამდეც გაეცნობოდა)და კმაყოფილებით აღნიშნავს , რომ განწყობაა მთავარი, კაცი განწყობაზე უნდა იყო და ყველაფერი გამოგივა. კვირიკას წერილის განწყობამ ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების იმედი გააჩინა და რაც მთავარია, თქვე ფაშისტებო, ეჭვიანებო და დაუნახავებო, დიდი რუსეთი ისევე, როგორც ადრე ( გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან დღემდე), დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და ,,დაჟე” მზად არის წავიდეს იმდენად წინ ორმხრივ ურთიერთობებში თუ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვიქნებით ,, წინსვლისთვის”, რომ მარტო აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არ დაგვიბრუნოს, არამედ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ქვეყნის გადაჭიმვაში დაგვეხმაროს და თავად საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს- ბერიოზკას ფოთოლაფარებულმა ჩვენმა უფროსმა ძმებმა ტყეში დაიწყონ ბოდიალი!!!

P.S. ,,Москва слезам не верит,” зато, Путин верит до слез в ,,дружбу народов”!!!

alia.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.