იაპონელებმა ახალი მფრინავი მანქანა გამოსცადეს

მფრინავი მანქანა

ფოტო: Bloomberg

იაპონიაში პროექტ NEC-ის ფარგლებში შექმნეს 4-პროპელერიანი მფრინავი მანქანა, რომელიც გიგანტურ დრონს ჰგავს. მისი დახმარებით, როგორც იაპონელები გვპირდებიან, მალე ადამიანებიც შეძლებენ სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, პირველმა საცდელმა ფრენამ ისე ჩაიარა, რომ მასში მგზავრი არ იჯდა. მანქანა სამ მეტრზე, ბატარეის საშუალებით აფრინდა, 1 წუთში ენერგია გამოელია და უკან, მიწაზე დაეშვა. საცდელი ფრენა ტოკიოს გარეუბანში მოეწყო.

“იაპონია მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ მფრინავი მანქანების შექმნა ჩვენს გზებზე არსებული საცობების პრობლემას სამუდამოდ გადაწყვეტს. იმედი გვაქვს, რომ უპრობლემოდ მგზავრობისთვის, სრულყოფილი ინფრასტრუქტურის შექმნასაც მოვახერხებთ”, – ამბობს პროექტ NEC-ს ხელმძღვანელი.

იაპონიას სურს, იყოს ლიდერი ქვეყანა მფრინავი მანქანების შექმნასა და წარმოებაში. გეგმაშია, 2023 წლიდან მსგავსი ტექნოლოგიით რიგითმა ადამიანებმაც ისარგებლონ და ასფალტზე სიარულის ნაცვლად, ჰაერში იფრინონ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.