იაპონელმა მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

Kamuysaurus japonicus დინოზავრი

Kamuysaurus japonicus

ფოტო: Twitter

იაპონელმა პალეონტოლოგებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ცხოველის თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი 72 მილიონი წლით დათარიღებულ დანალექში იპოვნეს. ის ჰადროზავრთა სახეობას მიეკუთვნება. ჰადროზავრები ზედა ცარცული პერიოდის დინოზავრთა ჯგუფია. მათი ნეშტები აღმოჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, ევროპაში და ანტარქტიკაში.

მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ეგზემპლარის სიგრძე დაახლოებით 8 მეტრია, მისი წონა კი 4-5 ტონას შეადგენდა. დინოზავრს Kamuysaurus japonicus-ი დაარქვეს. ეს იაპონიაში ნაპოვნი ყველაზე მსხვილი დინოზავრია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.