იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი გამორთეს

სუპერკომპიუტერი

იაპომნია. სუპერკომპიუტერი

ფოტო:shutterstock.com

პირველი იაპონური სუპერკომპიუტერ k-ს გამორთვის საზეიმო ცერემონია კობეში, კვლევით ცენტრ RIKEN-ში გაიმართა. გამომრთველ ღილაკს ცენტრის პრეზიდენტმა ჰიროსი მაცუმოტომ დააჭირა ხელი.

სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო, ხოლო 2012 წელს ექსპლუატაციაში შევიდა. იაპონური კომპიუტერი იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მუშაობდა.  

კომპიუტერ k-ს RIKEN-ის უნივერსიტეტში 700 კარადა ეკავა. კომპიუტერი კლასიკური ციფრული არქიტექტურის მოდელი იყო. კერძოდ, არ იყენებდა გრაფიკულ პროცესორებს და სხვა აქსელერატორებს. 

ახალი სუპერკომპიუტერის „ფუგაკუს“ გაშვება, რომელმაც k უნდა ჩაანაცვლოს, 2021 წელს იგეგმება. პროგნოზების თანახმად, ის k-ზე 100-ჯერ სწრაფი იქნება.

სუპერკომპიუტერი ეწოდება დიდი შესაძლებლობების გამომთვლელ მანქანას, რომელიც თანამედროვე ტექნიკური პროგრესის შესაბამისადაა აღჭურვილი. უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია პროცესორების რაოდენობა და მყარი დისკების სიდიდე. შესაბამისია ფასიც, რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

უმთავრესად, სუპერკომპიუტერები გამოიყენება რეალისტური სიმულაციების შესადგენად მეცნიერების შემდეგ დარგებში: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მეტეოროლოგია, ასტრონავტიკა, სეისმოლოგია და ა.შ.

RIKEN@riken_en

The #fugaku, Japan’s next #Supercomputer being developed in Kobe, has been given a logo. Check out more at: https://www.r-ccs.riken.jp/en/topics/190827.html …

View image on Twitter

5212:25 PM – Aug 27, 2019Twitter Ads info and privacy27 people are talking about this

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.