იარაღით ვაჭრობის სკანდალური გეგმა – კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სენსაციური მასალები (ნაწილი-1)

ჩემი და ჩემი მეგობრების კვლევის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების თემები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ე.წ. ხუთდღიანი ომი, მისი წინა პერიოდი და ომის შედეგები. აქვე ავღნიშნავ, რომ 2008 წლის მოვლენის შესწავლა განაპირობა ომის შემდგომ შექმნილი სახელმწფო, საგამოძიებო კომისიის არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა, რომელიც სრულიად აცდენილი იყო არსებულ რეალობას. მე და ჩემმა ჯგუფის წევრებმა დამოუკიდებლად დავიწყეთ ომის ირგვლივ არსებული ყველა ღია ინფორმაციის შეგროვება , მათ შორის – საზღვარგარეთის პრესისა და მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით გავრცელებული მასალების. ამ საქმიანობის ასევე გახლდათ (ომის შემდგომ) უკრაინის ექსპრემიერის იულია ტიმუშენკოს ინიციატივით ატეხილი სკანდლი. ექსპრემიერის განცხადება უკავშირდეოდა იარაღის საქართველოსთვის ომის წინა და შემდგომ პერიოდებში მიწოდების საკითხს, რომელზედაც უკრაინის რადაში შექმნილი იყო საგანგებო საგამომძიებლო კომისია. მათ გამოავლინეს უკრაინის კანონმდებლობის მთელი რიგი დარღვევები, გაასაჯაროვეს ის დოკუმეტაცია, რომელიც მათ მიერ იქნა მოპოვებული. გაირკვა, რომ საქართველო შეიარაღებას (მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემას) ყიდულობდა შუამავალი უკრაინული კომპანიის  ,,ბელ ტრეიდინგ ენდ კონსალტინგ ლ.ტ.დ“-საგან, რომელიც რეგისტირებული იყო სეიშელის კუძულებზე და რომელიც, თავის მხრივ, აფორმებდა ხელშეკრულებას ძირითად მომწოდებლებთან – უკრაინის სახელმწიფო კომპანიასთან – ,,უკრსპეცექსპორტთან“. მისი ხელმძღვანელი გახლდათ ამჟამად უკრაინის რადის დეპუტატი. წარსულში სპეცსამსახურების წარმომადგენელი სერგეი ბონდარჩუკი. უკრაინის პეზიდენტთან, იუშენკოსთან, დაახლოებული პირი. ეს ის სერგეი ბონდარჩუკია, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტ მ. სააკაშვილმა, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩამოიყვანა ყვარელში და ტელევიზიების წინ მედლით თუ ორდენით დააჯილდოვა (ზუსტად არ მახსოვს), საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ შესყიდვების განხორციელების საქმეში უმაღლესი მთავარსარდალი არათუ საქმის ყურში იყო, არამედ უშუალო მონაწილეობას იღბდა. ჩემი ღრმა რწმეით, ეს ფაქტი და სააკაშვილის ასეთი ღია მოქმედება უკავშირდებოდა ამ დროისთვის აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც სვამდა ბევრ პასუხისმგებელ შეკითხვას, არა მარტო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, არამედ პრეზიდენტისადმიც.

როგორც ჩვენ ხელთ არსებული უკრაინული გასაჯაროებული მასალები ცხადყოფს, საქმე გვქონდა შემდეგ ფინანსურ სქემასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან შესასყიდ სამხედრო აღჭურვილობაზე საბიუჯეტო სახსრები ირიცხებოდა ჯერ ,,ბელ ტრეიდინგში“ , რომლის დამფუძვნებელი არის ვინმე კრის ბრაუნი და მისი მეუღლე ევა ბრაუნი. მაგალითისთვის ,,ბელ ტრეიდინგი“ ტანკებს ყიდულობდა ლიმუზინის ფასად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობა ილექებოდა უშუალოდ შუამავალ კომპანიაში – ,,ბელ ტრედინგში“ .

ასევე, საყურადღებო გახდა სააკაშვილის მიერ მოგვიანებით, 2012 წელს გაკეთებული სატელევიზიო განცხადება. მან თითქოსდა პუტინისგან წინასწარ იცოდ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს აპირებდა . 2007 წელს გავითვალისწინოთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი დამატებით კიდევ ოთხას მილიონზე მეტი თანხით გაიზარდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები მიმართული იყო თავდაცვის გასაძლიერებლად და შესაბამისი თავდაცვის იარაღის შესაძენად. ამ ფაქტში თავისთავად ცუდი არაფერია, რომ არა ომის დროს შექმნილი სურათი. მაგალითად, რუსული თვითმფრინავები დომინირებდნენ ჰაერში და საქართველოს არ აღმოაჩნდა ის რაოდენობა საჰაერო თავდაცითი იარაღის, რომელიც თვითონ უკრაინულ დოკუმენტებში არის მითითებული. კერძოდ, ე.წ. ,,ბუკ“-ების 7 დივიზიონი, რომლის საქართველოზეც გადმოცემაზეც ატყდა უკრაინაში ზემოთხსენებული სკანდალი. ვინაიდან, უკრაინის საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფდა 15 დივიზიონი და მათგან 7 საქართველოსთვის გადაცემა მნიშნელოვნად დააზარალებდა უკრაინის თავდაცვის პოტენციალს. არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, წერილი ს. ბონდარჩუკის უკრაინის პრეზიდენტისადმი, სადაც საუბარია საქართველოსთვის 7 დივიზიონის, ანუ 63 ერთეული ,,ბუკის“ გადმოცემაზე. ჩვენი ინფორმაციით, იმჟამად, ანუ ომის პერიოდში , საქართველოს ქონდა 9 ერთეული  ,,ბუიკ“, ამასთან უმეტესი ნაწილი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტექნიკის უდიდეს ნაწილს ეწსპლოტაციის ვადა ჯერ კიდევ 2001 წელს გაუვიდა.

თავში მოგახსენეთ, რომ პარალელურად შევისწავლეთ საზღვარგარეთ განსაჯაროვებული ამერიკული დოკუმენტაცია. აღმოჩნდა, რომ ამ შესყიდვების შესახებ ცნობილი იყო ა.შ.შ-ს საელჩოსთვის საქართველოში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის. კერძოდ, ,,ვიკილიქსის“ მიხედვით, ცნობილი გადა, რომ ა.შ.შ-ს ელჩი ჯონ ტეფტი შეშფოთებას გამოთქვამდა ამ შესყიდვებით, სთხოვდა სახელმწიფო დეპარტამენტს გაერკვია იმფორმაცია ,,ბელ ტრეიდინგის“ ირგვლივ. ტეფტის წერილიდან  სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრომ (ქართულმა მხარემ) დადო არაერთი კონტრაქტი ,,ბელ ტრეიდინგთან“ და რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ ბერძენიშვილი არ არის კმაყტოფილი  შესრულებული სამუშაითი. მას სურს გაწყვიტოს ურთიერთობა ამ კომპანიასთან, ისე, რომ არ დაიკარგოს საქართველოს მთავრობის თანხები, რაც უკვე გადახდილი იყო. ბერძენიშვილი შეშფოთებული იყო თუ როგორ იქნა გაფორმებული კონტრაქტები, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობაა. ,,ბელ ტრეიდინგში“ დაწესებულია მაღალი საკომისიო განაკვეთი, რაც სტანდარტებს სცილდება. ბერძენიშვილი ასევე ეჭვობდა, ამ კომპანიაში ილექებოდა დიდი თანხები. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების კონტრაქტები წინ არ წასულა. ზოგიერთ შემთხვევებში ლიცენზიებიც კი უარყვეს. ,,ბელ ტრეიდინგში“ მაინც რჩებოდა თანხები, მიუხედავად იმისა, ტვირთმა მიაღწია თუ არა ადრესატამდე. ჯონ ტეფტისადმი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საელჩოს თანამშრომლისადმი, ნიკოლ ო’ბრიანისთვის მიწერილ პასუხში, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ირკვევა, რომ ,,ბელ ტრეიდინგი“ ცნობილია, როგორც საქმის მწარმოებელი უკრაინაში. კომპანია საკომისიოს იღებს თავის მომსახურეობისთვის ამ ტრანზაქციაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ არის ჩამონატვალში, როგორც ექსპორტის ლიცენზიის მომთხოვნი. ის არ აკმაყოფილებს იარაღს რეგულაციის საერთაშორისო ნორმებს. არის ეჭვი, რომ კომპანია დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და მას კავშირები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან.

მრავალ კითვას შორის, რომლის გარკვევასაც ავალებს დეპარტამენტი ა.შ.შ-ს საელჩოს წარმომადგენელს, არის ის შეკითხვაც, რომ გაარკვიოს მოქმედებს თუ არა ეს ხელშეკრულებები ამჟამადაც. საუბარია 2009 წელზე და მის შემდგომ პერიოდზე. რა ურთიერთობებია მთავრობასა და ,,ბელ ტრეიდინგის“ ხელმძღვანელებს შორის და რას ემყარება ეს ურთიერთობები, ვინ არის საკონტაქტო პირი თავდაცვის სამინისტროდან და ა.შ.

ასევე კლინტონის წერილიდან გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემულ ლიცენზიებზე ხელს აწერენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა მუჯირი 11 აპრილი 2008 წელი, ზაზა გოგავა 11 აპრილი 2008 წელი და არკადი ალმენდიდევი 11 აპრილი 2008 წელი, ,,ბელ ტრეიდინგის“ მხრიდან.

ამავე წერილიდან გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთი არალიცენზირებული კომპანიის ,,BIEM” (ბულგარული კომპანია) შუამავლობით ყიდულობდა იარაღს ნულგარეთში. ამ კომპანიასაც იარაღის ექსპორტზე შესაბამისი საერთაშორისო ლიცენზია არ გააჩნია. იგი ძირითადად კომბინატ ,,არსენალის“ მიერ გამოშვებული ,,კალაშნიკოვებით“ და ტყვია-წამლით ვაჭრობს, რომელსაც ასევე არ აქვს შესაბამისი ლიცენზია იარაღის წარმოებაზე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებულ წერილში ნახსენებია, რომ თავდაცვის ექსმინისტრი დ.კეზერაშვილი ყველა გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერდა.

ჩემი ინფორმაციით, სამინისტროს 2007-2008 წლების აგვისტოს თვემდე იარაღის შესყიდვებზე გახარჯული უნდა ქონდეს 500 000 000-დან 600 000 000-მდე აშშ დოლარზე მეტი თანხა.

ამასთან ერთად, მოძიებული იქნება ინფორმაციები თავდაცვის სამინისტროს მიერ სხვა შუამავალი კომპანიების გამოყენების ანალოგიური საქმეების შესახებ.

07.12.10 წელს ,,ფორეიგან პრესში“ გამოქვეყნდა პილარ ბონეტის სტატია, რომელიც ეყრდნობოდა შეერთებულ შტატებში გასაჯაროებულ სახელმწიფო დეპარტამენტის მასალებს, სტატიის მიხედვით ცნობილი გახდა კიდევ ერთი შემავალი კომპანიის ,,პაზ ლოჯისტიკის“ (პრეზიდენტი ისრაელის მოქალაქე, ოფერ რაზი) შესახებ. აგვისტოს ომის შემდგომ მისი შუამავლობით საქართველოს 70 000 დლარამდე შეფასებულ კონტრაქტში 300 ათასი, 477 ათასიან კონტრაკტში კი, ერთი მილიონი აშშ. დოლარ გამოართვა. გარდა ამისა, აშშ-ს ელჩის წერილში ნათქვამია, (ეს წერილი 2009 წლის აგვისტოთია დათარიღებული), რომ ამ კომპანიამ  ფასები სხვა შემთხვევაშიც „გაბერა“, კერძოდ საუბარია“ მარი ელექტონიკ ფლორიდასგან“, „პაზ ლოჯისტიკის“ შუამავლობით საქართველოს მიერ შეძენილ მ 4331 ტიპის 40 მმ 5000 ყუმბარაზე. იგივე ითარ ბერძენიშვილმა ამ შესყიდვაზე განაცხადა, რომ „პაზ ლოჯისტიკის“ მიერ დასახელებულ ფასს მნიშვნელობა არ ქონდა, რადგან ამ მასალების ყიდვა უმაღლესი პრიორიტეტი იყო.

„პაზ ლოჯისტიკის“ და მის ხელმძღვანელ ოფერ რაზის უკავშირდება კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ ლობისტური კომპანიის „ორიონ სტატეჯის“ მიერ დაქირავებულ ამერიკულ კომპანიებს „ჯენერალ დინამიკს“, „ა.მ. ჯენერალს“ და „არმს ტეჩ-ს“ უკავშირდება.

2010 წლის 19 მარტს „არმს ტეჩ-ის“ პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან წერილი მიიღო, სადაც დეპარტამენტი კატეგორიულად ითხოვდა „არმს ტეჩს“ გაეწყვიტა ურთიერთობა შუამავალ კომპანიებთან „პაზ ლოჯისტიკთან“, ვინაიდან ეს კომპაანია შავ სიაში იყო მოხვედრილი და მისი ხელმძღვანელის საკითხს ფედერალური პროკურატურა სწავლობდა (კონტრაქტი ეხებოდა ფეხოსანთა საწინააღმდეგო მართული ნაღმების „კლაიმორის“ ტიპის შეძენას).

„არმს ტეჩის“ პრეზიდენტმა ჯოზეფ რუსტიკმა გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნა. მან მიმართა საქართველოს თ.ს.ს პირდაპირი კონტაქტის დამყარების შესახებ, რაზედაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსტროდან უარი მიიღო. ქართული მხარე არ იყო დაინტერესებული პირდაპირი კონტაქტით „არმს ტეჩთან“, რაც მრავალ შეკითხვას ბადებს.

 

კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე 

 

მასალების გადაბეჭდვა აკრძალულია ! იხილეთ:

მასალების გამოქვეყნების პირობები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.