იარაღით ვაჭრობის სკანდალური გეგმა – კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სენსაციური მასალები (ნაწილი-2)

ნაწილი – 2

იმის დასადასტურებლად, რომ ეს ერთი შეხედვით საეჭვო შესყიდვები იყო არა მარტო ომის პერიოდში, არამედ ომის შემდგომაც მიუთითებს ის ფაქტი, რომ იგივე ოთარ ბერძენიშვილი წუხდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2009 წლის ოქტომბერში „ბელ ტრეიდინგში“ გადარიცხულ 57.000.000 გრივნას ეკვივალენტის ლარებში თანხაზე, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინიდან საქართველოში 12 ტ-84 „ოპოტის“ ტიპის ტანკების შემოყვანაზე. ეს ტანკები საქართველოში, დღეს შეიარაღებაზე ნამდვილად არ არის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდა, ასევე უკრაინიდან, კერძოდ 2009 წელში შეძენილი იქნა „ს-200“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც საერთოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მიუღია „უკრ სპეც ექსპორტის“ გენ. დირექტორმა (ყოფილმა) სერგეი ბორდაჩუკმა სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკოფერენციაზე ახსენა საქართველოსთვის ამ კომპლექსის გადმოცემის შესახებ, რაც ასევე შესწავლის საგანია.

იგივე, 2009 წელს გარდა თავდაცვის სამინისტროში, საქმეში ჩართული იყო შ.ს.ს. კერძოდ, მასაც ქონდა გაფორმებული კონრაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ფეხოსანთა ნაღმების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენის თაობაზე, რომელიც არ განეკუთვნება შ.ს.ს-ს მუშაობის სპეციფიკას, რაც ასევე ბევრ შეკითხვას ბადებს. ამ შემთხვევაშიც ფიგურირებს შუამავალი კომპანია „ბელ ტრეიდინგი“.

ასევე საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ შესყიდული სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებას აწარმოებდნენ ერთი და იგივე გადამზიდავი კომპანიები, თუ მეხსიერება არ მღალატობს ესენი უნდა იყვნენ „ინსტრა“ და „UBC-ი“ ერთს ხელმძღვანელობდა ვინმე ედვარდ მერაბიშვილი (მისი ერთ-ერთი მეწილე იყო ალექსანდრე ჩხეიძე ყოფილი მინისტრი) და მეორე კომპანიის ხელმძღვანელი კი გახლდათ – მალხაზ ფოჩხუა.

არსებობს პირველადი ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება შ.ს.ს-ს ყოფილი მინისტრის ვ. მერაბიშვილის და უკრაინაში სამხედრო ატაშის საჰაერო თავდაცვის ძალების ყოფილი მაღალჩინოსნის პოლკოვნიკ ზ. ფოჩხუას ნათესავები არიან. ეს კომპანიები მათი წესდების მიხედვით ოპერირებენ უკრაინაში, ამიერკავკასიაში, ირანსა და ავღანეთში, ასევე ერაყის ტერიტორიაზე. მათ ოფისები აქვთ თბილისა და ფოთში. იარაღის გადაზიდვებზე ონფორმაცია დალექილია, მათ დოკუმენტაციაში, რომლის ლეგალური გზით მოპოვება ბევრ საკითხს მოფენს ნათელს.

ცნობილია, რომ ამ კომპანიებიდან „ინსტრა“ წარმოადგენს უკრაინაში რუსული კაპიტალით დაფუძნებული გადამზიდავი კომპანიის „უკრეფერის“ შვილობილ კომპანიას. თავის მხრივ „უკრფერის“  სანტრასპორტო საშუალებები გემები: „გეროი პლევნი“ „ინა“ და სხვები „როსბალტის“ რუსული კომპანიის კუთვნილებაა.

თუ გავაანალიზებთ და გავითვალისწინებთ, რომ არსებობდა არაპირდაპირი კავშირი რუსულ გადამზიდავ კომპანიებთან, არამგონია, რუსულ სპეცსამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოპერატიულად თავის მცურავ საშუალებებს არ სცოდნოდათ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებების შესახებ. მათ თავისუფლად შეეძლოთ, ამ არხების დროზე ადრე გადაკეტვა. მაგრამ შესაძლებელია, ვივარაუდოთ (ეს ჩემი აზრია), რომ ეს ერთობლივი ქართულ, რუსულ, უკრაინული „რუხი“ და „შავი“ საქმეების  ნაწილია.

არსებობს ასევე პირველადი ინფორმაცია – ზემოთხენებულ საქმეებში ასევე მონაწილეობდა ბელორუსული კომპანია „ბელტექსპორტი“ რომელთანაც თავდაცვის სამინისტროს ასევე უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება იარაღის და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე. „ბელტექექსპორტის“ ფლობელია ბელორუსი მილიარდელი ვლადიმერ პეფტიევი, რომელიც ბელორუსიის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შეიმანის ფარველობის ქვეშ მოქმედებდა. ვ.შეიმანი კი ყოფილი სსრკ სუკის მაღალჩინოსანია, რომელიც დაკავშირებულია ფსბ.ს-სთან. მისი პირადი კონტაქტია თემურ ალასანია. მას შესანიშნავად იცნობს ექსპრეზიდენტი მ.სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ელიტა.

ამჟამად პეფეტიევი ემირატებში მოღვაწეობს, მას აბუდაბიში დაფუძნებული აქვს „ბელტექექსპორის“ შვილობილი კომპანია Beltechexport FZE, რომელიც რეგისტრირებულია აბუდაბიში. ვ. პეფეტიევს აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში არამარტო ბიზნეს საქმიანობა, არამედ შესვლაც კი.

პეფტიევი, როგორც ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას მეგობარი, პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა საქართველოს თ.ს.ს-თვის იარაღის ერთ-ერთ მომწოდებელთან, სერბეთის მოქალაქე, სლობოდან ტეშიჩთან, რომელიც შეყვანილია იარაღით უკანონო მოვაჭრეთა გაეროს შავ სიაში. მის შესახებ ინფორმაციის მოძება შესაძლებელია გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის მოხსენებაში, რომელიც კოდირებულია ნომრით S/2003/498. იგი იყო ლიბიელი დიქტატორის, ჩარლზ ტეილორის, იარაღით ერთ-ერთი მომარაგებელი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1343 რეზოლუციის არაერთხელ დარღვევაშია მხილებული. გაეროს ამავე სიაში მოხვედრილია ცნობილი ვიქტორ ბუტი და სხვა იარაღითმოვაჭრეები. ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ სლობოდან ტეშიჩი არის ის ადამიანი, რომლის მფლობელობაშია კომპანია „Melville Corporation-ი“.  „Melville Corporation-ი“, რომელიც საქართველოში შემოსულია ჯართის ბიზნესის ოფიციალური სტატუსით და არ გააჩნდა იარაღით ვაჭრობით საერთაშორისო ლიცენზია, თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი, როგორც შუამავალ კომპანიასთან, იორდანიიდან დიდი რაოდენობით საარტირელიო ჭურვების შეძენაზე. ხელშეკრულებას ამ შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მამუკა მუჯირი, აწერს ხელს. ტვირთი დანიშნული იყო საბრძოლო წრთვნებისთვის. ამ რაოდენობის საბრძოლო ჭურვები საბრძოლო წრთვნებს არ ესაჭიროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იორდანული მომწოდებელი კომპანიის მენეჯმენტი მთლიანად რუსულია და ხელშეკრულებაც რუსულად არის შედგენილი. ე.წ. საქმე გვაქვს რუსული წარმოების იარაღის შეძენასთან, ან მის გადამისამართებსთან, სხვა ქვეყნებში. ცობილია, რომ წლების განმავლობაში, გაეროს მოხსენების მიხედვით, სლობოდან ტეშიჩი პირდაპირ კავშირში იმყოფებოდა რუსეთის გრუსთან. ტეშიჩი, როგორც იუგოსლავიის ყოფილი სპეცსამსახურის წარმომადგენელი, მონაწილეობდა გრუს მიერ კონტროლირებად, იარაღის მიწოდების შავ და რუხ სქემებში.

სლობოდან ტეშიჩს ასევე აქვს საქმიანი ურთიერთობა ზემოხსენებულ პეფტიეფთან, კერძოდ, 2012 წელს, სლობოდან ტეშიჩის კომპანია „ჩარსო LTD „ და „ბელტეხექსპორტმა“ ლიბიელ ამბოხებულებს, კერძოდ კი გენერალ ხალივა ხაპტარს, აწვდიდა იარაღს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „ბელტეხექსპორტის“ სათაო კომპანია მინსკში, რუსმა მილიარდელმა გურიოვიჩმა შეიძნა, გამოდის, რომ სლობოდან ტეშიჩი პირდაპირ რუსეთთან, ხოლო, არაპირდაპირ – გრუსთან თანამშრომლობს. ასევე ცნობილი გახდა, ნაციონალებისა და იარაღის ცნობილი ბარონის, ვიქტორ ბუტის კავშირი, რომელიც 2009 წელს გამოაშკარავდა. კერძოდ , 2009 წლის 12 დეკემბერს, ტაილანდში, ქალაქ ბანკოკში, ამერიკელმა და ტაილანდელმა სპეცსამსახურებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს თვითმფრინავი, ილ-76, რომლის ბორდზეც 40 ტონა საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა იყო. მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. თვითმფრინავი მოფრინავდა სამხრეთ კორეიდან. ასრულებდა რეისს გაერთიანებულ საემირობში, შემდგომ კი უკრაინაში. თვითმფრინავი საქართველოშია რეგისტირებული და მისი მფლობელი იყო, ქართული ავია კომპანია ეარვესტი (ნოდარ კაკაბაძე), რომელიც ბათუმშია რეგისტრირებული. დაკავების მომენტში, თვითმფრინავის ლოგო და დროშა ქართული იყო. აღმოჩნდა რომ თვითმფრინავი ლიზინგი წესით გადაცემული იყო უკრაინული მხარისთვის. უტიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავი უკრაინულ ფირმას გადაეცა, რომელიც ტაილანდში „SP TRADING”, მაგრამ უტიაშვილს დაავიწყდა რომ SP TRADING-ი ბუტის კომპანიაა. აღნიშნულის შესახებ წერდა: NEW YOURK TIMES-ის 2009 წლის 14 დეკემბერს და WORDL STREET JOURNAL-ში, სადაც ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი, რომელიც ირწმუნება, რომ ნუტის ბიზნესი პირდაპირ კავშირში იყო თემურ ალასანიასთან და ფოთის პორტის ყოფილ მფლობელ ჯემალ ინაიშვილთან.

2010 წლის 5 მაისს, ა.შ.შ-ში დააკავეს, იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით, დანიელ ალვირესი, რომელსაც ბრალდების მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან კორუფციული გარიგება ჰქონდა. 2010 წლის 6 მაისს, საქართველოში ჩამოვიდა ა.შ.შ-ს ფებეერის გენერალური დირექტორი რობერტ მიულერი, ამ თემასთან დაკავშირებით. ის შეხვდა ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს მაქსიმალური კონსპირაციის პირობებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გაფრომდა (ალვარესის მიერ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ეხებოდა სამხედროებისთვის მზა კვების პროდუქტების შემოტანას, რომელშიც ალვირესმა საქართველოს ბიჯეტიდან მიღებული სახსრებით, 15.000.000 დოლარი იშოვა. არსებობს კიდევ სხვა კონტრაქტები ალვირესის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული, რომლებიც მითითებულია ალვირესის ბრალდების დასკვნაში. დასკვნას ხელს აწერს პროკურორი, მენ ჯასტიჩი. ოპერატიული მონაცემებით შემოტანილი მზა კვების პროდუქტები, აბსოლუტურად უვარგისი გამოდმა, რისი დადასტურებაც შეუძლია თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნათლად იკვეთება სააკაშვილის ხელისუფლების პირდაპირი თუ ირიბი კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან და მისი მონაწილეობა იარაღის ტრაფიკის გრუს მიერ შემუშავებულ შავ და რუხ საქმეებში.

იხილეთ: ნაწილი-1

კოტე (კონსტანტინე) ფორჩხიძე – სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი

 

მასალების გადაბეჭდვა აკრძალულია ! იხილეთ:

მასალების გამოქვეყნების პირობები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.