იესო ქრისტეს სასწაულმოქმედი ქანდაკების სანახავად 5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა (ვიდეო)

ფილიპინების დედაქალაქში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. პროცესიის დროს იესო ქრისტოს ისტორიული ქანდაკება ჩამოატარეს. მსვლელობაში მონაწილეობა ნახევარმა მილიონმა ფილიპინელმა მიიღო. ათასობით მათგანმა სცადა „იესო ნაზარეველის“ ქანდაკებას შეხებოდა. ხალხმრავლობას ჭყლეტა და არეულობა მოყვა. დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც დახმარება წითელმა ჯვარმა აღმოუჩინა.

საუბარია მე-17 საუკუნეში შექმნილ ქანდაკებაზე, რომელსაც გადმოცემის თანახმად, დაავადებების განკურნება და სურვილების ასრულება შეუძლია. ტრადიციულად, იესო ქრისტეს აღნიშნული ქანდაკება, მანილაში 6 კილომეტრიან პროცესიას გადის. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსვლელობა თითქმის 24 საათი გრძელდება და მასში მონაწილეობას დაახლოებით 5 მილიონი ფილიპინელი იღებს.

ავტორი: მარიამ გიგანი

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.