ივანე მაჭავარიანი: “გადასახადები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია” – მოსახლეობის დაბოლების და ფულის კეთების მორიგი მცდელობა?

(რეზონანსი) ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში გადასახადები იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია, – ამის შესახებ მან დღეს, ტექნოპარკში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე ისაუბრა.

“გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია. სპეკულაცია, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება, არასწორია. გადასახადები არ არის მიზეზი იმის, თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.