“ივანიშვილიდან დაწყებული, თუ ვინმეს ვალდებულებები აქვს მამა-მარჩენალი ქვეყნის წინაშე” …

ავტორი: გურიის მოამბე
სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ქეთა თოფურიას მოწოდებასაც ეხმაურება, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„კონკრეტულად, ვინ პურის ფულს, რომელ ქვეყანაში შოულობს თავისთვის, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და მორალისტის პოზიციიდან არ ვაპირებ, ვინ სად იმღეროს, ამაზე საუბარს. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ქეთა თოფურიათი დამთავრებული, რაღაც ვალდებულებები თუ აქვთ და აქვთ მათი მამა-მარჩენალი ქვეყანის წინაშე, ამაზე ჩვენ არ უნდა ვაგოთ პასუხი. მათი პოლიტიკური განცხადებები და რუსეთის ქება, ეს აღარ არის უკვე სიმღერის და პროფესიის ნაწილი, ეს არის უკვე მედიის საშუალებით გავლენის მოხდენის მცდელობა,“ – განაცხადა დევდარიანმა.

დევდარიანი აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როდესაც დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნა დგას და ამ დროს ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ მას რუსეთი მოსწონთ.

„ვფიქრობ, რომ კარგია, რომ გაჟღერდა ეკლესიიდან მოსაზრება, რომ დასავლეთი კარგია, თუმცა, დასავლეთი არ არის მხოლოდ ამერიკაში სიარული და იქ ჰამბურგერის ჭამა ან კოკა-კოლის სმა. დასავლეთი არის ღირებულებები,“

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ დავაღწიოთ თავი ოკუპაციას, ამ დროს ჩვენთან ტოპ სასაუბრო თემად შემოდის, არის თუ არა ოკუპანტი რუსეთი. მთელი ჩვენი ყურადღება, ენერგია ამ ტიპის დისკუსიაზე გადასული. ვიღაცას ვუმტკიცებთ, რაც ცხადია – რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპანტია არა დღეს, არამედ იყო გუშინაც და გუშინწინაც“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

წყარო: guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.