ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გაიმართება: “დავუფრთხოთ ძილი ივანიშვილს”

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმართულებით გეგმავენ მსვლელობას. გადაწყვეტილების მიღებამდე აქციის ორგანიზატორებმა საკითხი – “დავუფრთხოთ ძილი ივანიშვილს” “კენჭისყრაზე” გაიტანეს, და აზრი დემონსტრანტებს ჰკითხეს. როგორც ერთ–ერთმა ორგანიზატორმა განმარტა, გასათვალისწინებელია რისკები, ვინაიდან გრძელი გზაა, ამიტომ ორგანიზატორთა აზრი ორად გაიყო. დემნსტრანტებმა საკუთარი გადაწყვეტილება ხმამაღალი შეძახილებით დაადიქსირეს. 

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დემონსტრანტები ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას ბიზნესცენტრის მიმართულებით გამართავენ. აქციის ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება და სამართალდამცველებს თანამშრომლობა სთხოვეს.  

http://accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.