“ივანიშვილის ტექნოლოგიაა ყველას ჩასმა სააკაშვილის ნავში და მერე ყვირილი, რომ მგელი მოდის” – ხუხაშვილი

„ბიძინა ივანიშვილის ტექნოლოგიაა ყველას ჩასმა მიშა სააკაშვილის ნავში და მერე იმის ყვირილი, რომ მგელი მოდის მგელი მოდის და მცდელობა, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს,“ – ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ოპოზიციას საარჩევნო ბაზარზე ისეთი ამომრჩევლის გამოყვანა გაუჭირდება, რომლებიც ინდიფერენტულად არიან განწყობილი, როგორც წინა ასევე არსებული ხელისუფლების მიმართ. მისივე თქმით, ფრონტი უნდა გაიშალოს და ოპოზიცია კარგად კოორდინირებული უნდა იყოს.

„ოპოზიციას სტრატეგია რა თქმა უნდა უნდა ჰქონდეს. ხელისუფლების ინტერესებშიც იქნება, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ოპოზიციის გაერთიანებაზე და ფრონტის ხაზის გატარებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ანუ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც ინდიფერენტულად არის განწყობილი არსებულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათი ამ ბაზარზე გასვლა გაჭირდება გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს დღევანდელი, მაგრამ არ მოსწონს არც გუშინდელი. მის თვალში კომპრომეტირებულია დღევანდელი და წინა ხელისუფლებაც. შესაბამისად, ფრონტი უნდა გაიშალოს მაქსიმალურად. ბიძინა ივანიშვილის ტექნოლოგიაა შუას გაკრეფა, ყველას ჩასმა მიშა სააკაშვილის ნავში და მერე იმის ყვირილი, რომ მგელი მოდის მგელი მოდის და მცდელობა, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. აქედან გამომდინარე ფრონტი უნდა გაიშალოს მაგრამ ოპოზიცია უნდა იყოს კარგად კოორდინირებული, ანუ თემატურ თანამშრომლობაზე უნდა იყოს ლაპარაკი,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.