ივანიშვილის ქონება კიდევ 450 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია

მსოფლიოში ცნობილი გამოცემის, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ქონება, 2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, კიდევ 450 მილიონი დოლარით გაიზარდა. 

450 მილიონი დოლარი, დღევანდელი კურსის გათვალისწინებით, მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია.

მაშინ, როდესაც ქვეყანა სიღარიბესა და კორუფციაში იხრჩობა, ოლიგარქი ივანიშვილი საკუთარ ქონებას ზრდის, მათ შორის ხალხის უკიდურესი გაღარიბების ხარჯზე.



ბმუმბერგი წერს რომ მსოფლიოს 500 მილიარდერს  შორის ივანიშვილი 357-ე ადგილზეა. 

ბმულბერგის დათვლით, ოლიგარქის დეკლარირებული ქონება 5,45 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია რომ ბმუმბერგი მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა, ივანიშვილი მილიარდებს ფლობს არალეგალურადაც. 

მაგალითად: ივანიშვილმა, საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, მსხვილი ბიზნესის კონტროლითა და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, საშუალოდ 20 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრა. 

როგორც ჩანს, როდესაც 2018 წლის საპრეზიენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილი ყველაფრის “დალაგებას” გვპირდებოდა, სწორედ საკუთარი ქონების გაზრდას გულისხმობდა და არა, უკიდურესად ნეგატიური ფონის გამოსწორებასა და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.