ივანიშვილის ხელისუფლების ირიბი აღიარება აფხაზეთის და სამაჩაბლოს? – თბილისი რუსეთიდან ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტის გახსნაზე მუშაობას იწყებს?

“ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში ვაჭრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, 2011წლის შეთანხმება რეალიზებული იქნება სამომავლო ჩავარდნების გარეშე”-რუსეთის საგარეო უწყებამ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011წელს დადებული ტვირთებით ვაჭრობის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების რეალიზაციის განახლებასთან დაკავშირებით. “შვეიცარულმა მხარემ გვაცნობა, რომ 30 ნოემბერს საქართველმ სამონიტორინგო კომპანია SGS-ს საქართველოს ტერიტორიაზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის გადასახადი გადაურიცხა. რუსულმა მხარემ ანალოგიური ფინანსური ვალდებულება ამა წლის ივნისში შეასრულა. ასე რომ, 30 ნოემბერს დაიწყება სამთვიანი ტექნიკური მოსამზადებელი პერიოდი.”-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. პორტალი Cuxumu.info მიანიშნებს, რომ თბილისმა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ორ დღეში ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების სატრანზიტო გზის გახსნაზე მუშაობა დაიწყო. საქართველომ SGS-ს რუსეთიდან საქართვრლოში და შემდეგ სომხეთში ტვირთბრუნვის მონიტორინგის დასაწყებად გადაუხადა, და ეს მარშრუტები რუსულ-ქართულ შეთანხმებაში ნახსენებია, როგორც “კორიდორი1” და “კორიდორი2”. პორტალი წერს, რომ რუსეთი ჩქარობს, რომ ზამთარში თოვლიანობამ ტვირთბრუნვას ხელი არ შეუშალოს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყების განცხადებამ მოსახლეობის ნაწილის გაკვირვება გამოიწვია.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.