“ივანიშვილი გაბრაზდა, რატომ დადიხარ კვირიკაშვილთან, ჩემი უფროსი ხომ არ გგონიაო” – ნიკოლოზ ასანიძე ლევან ყიფიანთან საუბარს ადასტურებს

„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე ლევან ყიფიანთან საუბარს ადასტურებს. ასანიძის თქმით, ის სპორტის ყოფილ მინისტრს მას შემდეგ ესაუბრა, რაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა.

„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ვითარების გამწვავებას კავშირებს იმას, რომ ლევან ყიფიანმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ივანიშვილის გარეშე გადაწყვიტა, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა მაშინდელი პრემიერისთვის, გიორგი კვირიკაშვილისთვის.

„ვხვდებოდი მაგ დროს ბატონ ყიფიანს, რომელიც მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას იძლეოდა. ეს შემთხვევა მაშინ იყო, როდესაც ის ფარცხალაძესთან დადიოდა, შემდეგ ის წავიდა კვირიკაშვილთან და კვირიკაშვილის შედეგ უკვე, როცა ბიძინა ივანიშვილის გაბრაზება მოჰყვა ამ ამბავს, ფარცხალაძესთან ის დაისაჯა და ამას მოჰყვა ის ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც ლევანს აქვს, ფაქტობრივად, მოყოლილი. ბიძინა ივანიშვილი გაბრაზდა, რატომ დადიხარ შენ კვირიკაშვილთან, ჩემი უფროსი ხომ არ გგონიაო,“- განაცხადა ასანიძემ.

კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც ყიფიანი და ასანიძე საუბრობენ. ის „კურიერმა“ მოიპოვა. აღნიშნულ ჩანაწერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.