ივანიშვილი თავისი ფულების დასაცავად ვალდებულია ყველა ის შეასრულოს, რასაც რუსეთი უბრძანებს – ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია

„მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა ეტაპზე რაღაცით სპეკულირებს და ეს ერთ-ერთი მათ შორის, არის ამ წუთში ზვიად გამსახურდია,“ – ეს განცხადება ისტორიკოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბეჟან ჯავახიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ბეჟან ჯავახია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეთოდია, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს.

ჯავახია ამბობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

„აქ მეორე მხარეა, არც ზვიად გამსახურდია, არც სამშობლო, არასდროს არ გახსენებიათ, ჩვეულებრივი ერთი ვაჭარი კაცია, რომელიც არის მძევალი რუსეთისა. ამ თავისი ფულების დასაცავად ვალდებულია ყველა ის შეასრულოს, რასაც რუსეთი უბრძანებს. მათ აქვთ მითითება, რომ სანდრამ არ უნდა გაიმარჯვოს ზუგდიდში, იმიტომ, რომ სანდრა მიშა სააკაშვილის მეუღლეა, სანდრას გამარჯვება ეს არის ანტირუსული პოზიციის გამარჯვება, ეს არის მათთვის ყველაზე მძიმე პროცესი,“ – განაცხადა ისტორიკოსმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.