“ივანიშვილი კაცი ხომ არაა, მაგ ვაჭარი უნდა დაიჭირო და შიმშილით ამოხადო სული”

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ სისხლიან დარბევას, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა და მ,ათ შორის ორმა თვალი დაკარგა გურულები აფასებენ და მომხდარზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებენ. 

ჩვენს მიერ ქუჩაში ჰგამიოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის რაც მოხდა, რუსი დეპუტატის ჩამოყვანამ გამოიწვია და ახალგაზრდებიც სწორედ იმის გამო დაშავდნენ, რომ ხელისუფლებამ გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო: 

ქ.ტრაპაიძე – პასუხისმგებლობა ევალება მთავრობას. ახალგაზრდებს უნდა მისცენ საშუალება,  რომ მათი   აზრი გამოთქვან.პასუხისმგებლობა  რა თქმა უნდა, უნდა  აიღოს მთავრობამ.  ძალიან კარგი თაობაა. მე გული გატეხილი მქონდა და იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. გვყოლია შესანიშნავი, საღად მოაზროვნე თაობა.  ჩვენ ქვეყანას  ეს თაობა წაიყვანს წინ.  მე ვფიქრობ 99%-ით  ივანიშვილი უნდა მოიშორონ. ივანიშილი თუ არ მოშორდა ამ ქვეყანას, მარტო გახარიას გადადგომით არაფერი გამოვა. მერე კი რაცხა გვეშელება.

ნანი.ი-აქციები არ მომწონს. დაწყნარდეს  და დამშვიდდეს  უნდა ყველა. მთავრობამ უნდა დააწყნაროს  ხალხი. მთავრობამ უნდა აიღოს პასუხსმგებლობა, მარა თუ დოუჯერებენ.დაიჭირონ ისინი, ვინც რევს ქვეყანას. მელია  უნდა  დაიჭირონ.

ლ.ვ. – მთავრობა უნდა შეიცვალოს ერთი ეს კი ვიცი.

ზურა აბულაძე – მე გლეხი კაცი ვარ, ვშრომობ და მინდა ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ამ მთავრობამ მიხედოს ქვეყანას,  რომ იყოს სიწყნარე  და მიეხმაროს ხალხს. ვის მოწონს არეულობა  და დარბევა  ხალხის?

მადონა ლომთაძე – რა თქმა უნდა არასასურველია  და ძალიან ცუდია. უფრო მეტი დაფიქრება უნდა მთავრობას, რომ ხალხი დაცული იყოს ამ ამბისგან. საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და რუსეთთან მეგობრული ურთიეთობა იყოს. არ ვართ ჩვენ ისეთი ხალხი, რომ უმეგრობოდ ვიყოთ. პირველ რიგში, ახლაგაზრდობა უნდა იყოს დაცული. გამოდის პატრიოტი ბავშვები და დასახიჩრდნენ. ასეთი მოქცევა არ არის მთავრობისგან მიზანშეწონილი. პასუხისმგებლობა აუცილებლად მთავრობამ უნდა აიღოს. მე პირადად  არ მაქ ისეთი ძალა, თორემ  მეც მივალ იქ, მეც დავუდგები ახალგაზრდებს გვერდით. იყოს საქართველო დამოუკიდებელი და დაცული იყოს ახალგაზრდობა. მთვარობამ უნდა უზრუნველჰყოს ყველაფერი. პოლიტიკოსი იმიტომ არის  და იმიტომ ზის იქ , რომ ეს საქმე მოაგვარონ,  არა ბავშვების ცემა-ტყეპით, არამედ მშვიდობიანად.  ველოდები მშვიდობას.

ზური მარგალიტაძე– მე მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს სწორი და მართალი. ხელისუფლებამ   ხალხისკენ უნდა მეიხედოს. ეს არეულობა  არის ქვეყნის წამგები და ეს არაა სწორი  ფორმა. უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმება.  ხო დგანა  იქანე ჭკვიანი ხალხი?  ხოდა  უნდა იყოს შეთანხმებული ერთმანეთში, რომ არეულობა არ იყოს. მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ველოდები სიმშვიდეს, უნდა გამოვიდეს ერთი ჭკვიანი ადამიანი  და დააკმაყოფილოს  ეს ხალხი.

ზური გუნთაიშვილი – ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ამის მოლოდინში ვართ.  აქციასაც დასასრული უნდა ჰქონდეს, მარა შედეგიანად უნდა დასრულდეს.

ი.ს. – თუ კი რამე შედეგი იქნება და უკეთესი მომავალი ექნება ჩემს შვილებს, შვილიშვილებს და მომავალ თაობას,  მეც სიამოვნებით წავალ აქციაზე.  პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომ  არ მოხდეს კიდო რამე  საშინელება და რომ გამოასწორონ მდგომარეობა. მარა  მე ამ მთავრობის იმედი არ მაქ. ეს მთავრობა თუ გადადგება და  თუ მაგენი არ იქნება სათავეში – გახარია, ივანიშვილი, მაშინ უკეთესობისკენ შეიძლება დარჩეს ყველაფერი. მე იმედი მაქვს, რომ უკეთესობა .

კ.მ. – მე პოლიტიკაში არ ვერევი, მარა რაც ახლა მოვლენები ხდება ქვეყანაში ყველაფრის პასუხისმგებელი თვითონ მთავრობაა. ტყვილა  აბრალებენ ოპოზიციას და ვიღაც-ვიღაცეებს. რომ არა მთავრობის და ხელისუფლების დაუდევრობები, ეს აქციები არ დაიწყებოდა. ის რუსი რომ ჩამოვიდა  და პარლამენტში დაჯდა, მაგენმა არ შეიყვანეს? კარგად იციან,  რომ პარლამენტში უბრალო კაცი ვერ შევიდოდა.

წ.ყ. – ჩვენ რაის სამართლას გევიგებთ აქანა, იურისტებს და მაგენს ვერ  გოურკვევია.

ნ.მ. – დეიჭირო  უნდა ვინც არ უნდა იყოს ის, გინდა გენერალი, გინდა სესიაშვილი ან გახარია და  დათხარო  თვალები მაგენს, ან მის ცოლ-შვილს, ან მის დედ-მამას და გადოუნერგო უნდა იმ ბავშვებს. პასუხი ვის უნდა მოთხოვო, ესენია მთავრობა? აგენმა ასეთი  გააკეთა და პასუხს  ვის მოსთხოვ? მაშინ სახალხო აჯანყება  და  სამოქალაქო ომი უნდა მოხდეს. ეს რუსი დეპუტატი ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ გაეღიზიანებიათ ქართველები. ამ ამბავს მოყვება სამოქალაქო ომი.   ისე  ვერ გადაივლის. უნდა გადადგეს ეს მთავრობა. ეს კაცი, ივანიშვილი ვაჭარია.  ეს ხო კაცი არაა. კაცი უნდა იყო „ვაენი“, მებრძოლი,  მეომარი. ამან კი.  ქალაქში გააძვირა ყველაფერი. ყიდვა  ვეღარ შევძელით ვერაფრის, გვაშიმშილებს. დავიჭიროთ, ჩავსვათ  კარსეტში და ვაშიმშილოთ. შიმშილით გავაგდებიოთ სული. ხო წაგიკითხავ (მონტეკრისტოში  რა უქნა მილიარდელს, დუუფასა ერთი ქათამი მილიარდი  და ახალგაზრდა კაცს თმები გაუთეთრდა) აი, მასე უნდა გაუკეთო მაგას,  მარა მაგას თმები  კი აქ უკვე გათეთრებული და ცალი ფეხი საიქიოში აქ მიმავალი,  მარა ჩვენ დავუჩქაროთ.

ოთარ მამალაძე-ვის ეკუთვნის  პასუხისმგებლობა და მთავრობას. ტყვიას სად სროლილობ სადა,-თვალში და თავში?! რუსი დეპუტატის  ჩამოყვანის გამო დეიწყო ყველაფერი. კი გადააყენეს  ის ხალხი მთავრობაში,  მარა რაა მერე?  უნდა შესრულდეს ის, რასაც ითხოვს  ეს ხალხი. ახალგაზრდა  გოგოს  თვალში  დაუმიზნეს ტყვია. ნაციონალებს ამტყუნებდნენ( რაფერ მოხდა,  როგორ მოხდაო  ) და   ბიჯო, შენ გააკეთე კაი  მარა? აგენმა უარესი არ გააკეთა? ამ ხნის კაცი ვარ და ხანდახან დავჯდები და ვტირივარ,  რატო უნდა დეიტანჯოს ასე ახალგაზრდობა,  ცოდვა არაა? რაფერ უნდა გეიმეტო მთავრობამ, რომ თვალში ესროლო  ტყვია? მე  ასეთ დარბევას რაც მოხდა სააკაშვილის დროს  მოხდა, კიდო აღარ მოველოდი და არ ვიფიქრებდი,  რომ იგივეს გეიმეორებდა   ეს მთავრობა. ახალგაზრდობა გამოსულია მთლიანად  და არ წყდება აქციები. დააკმაყოფილონ უნდა ახლაგაზრდების  ამბავი  და გააკეთონ  ისე, როგორც საჭიროება მოითხოვს. როგორ შეიძლება ასეთი დაუდევრობა მთავრობისგან, ჩემს დონეზე ვერ დადის. საცოდაობას  სად  წაუვა? ასე არ შეიძლება!

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.