ივანიშვილი, რომელიც თავს სააკაშვილის ტირანიისგან გადამრჩენლად წარმოაჩენს, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს – “The Economist”

ივანიშვილი, რომელიც თავს სააკაშვილის ტირანიისგან გადამრჩენლად წარმოაჩენს, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს – ამ შინაარსის სტატიას “ეკონომისტი” აქვეყნებს. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში შეფასებულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ყურადღება გამახვილებულია 20 ივნისის სისხლიან ღამეზეც.

“გასული ორი კვირის განმავლობაში “ქართული ოცნება” კოშმარად იქცა. ბატონი გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სკამზე ნახვამ ქართველების პროტესტი გამოიწვია,” – წერს ავტორი.

ავტორი მიიჩნევს, რომ აქციაზე მომხდარი ძალადობის გამო ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა.

“ბატონი ივანიშვილი, რომელიც საკუთარ თავს სააკაშვილის ტირანიისგან გადამრჩენლად წარმოაჩენს, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს,”- წერია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე წერია, რომ შვიდი წლის წინ ოლიგარქის ოცნება ახდა. ბიძინა ივანიშვილმა, ჩრდილოვანმა ქართველმა მაგნატმა, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა, მშობლიურ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა.

მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლური მოდერნიზატორი, რომელსაც ოდესღაც ივანიშვილის მხარდაჭერა ჰქონდა, გაძევებული იყო ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან.

სტატიის ავტორი ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას. “ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ სცადა ძირი გამოეთხარა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გეგმისთვის, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს და რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკა და ევროპა. კრემლმა ის დააჯილდოვა პროპაგანდის შემცირებითა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნით.

ბატონი ივანიშვილი ცდილობდა დაემშვიდებინა რუსეთი ანაკლიის გეგმის პროექტში ჩინეთის ჩართულობის მხარდაჭერით და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ქართველ ფინანსისტებზე თავდასხმით, მაგრამ ამან თავის მხრივ, შეაშფოთა ამერიკელები,” – წერს სტატიის ავტორი.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.