„ივანიშვილი ტატუნაშვილის დაკრძალვაზე, მოსკოვის შიშით არა თუ კომენტარი არ გააკეთა, არამედ კედელ-კედელ გაიქცა“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ქვეყნიერებამ იხილა,რომ ერის მესიად და გადამრჩენად  არჩეულ-მოვლენილმა ივანიშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე მოსკოვის შიშით არა თუ კომენტარი არ გააკეთა არამედ კედელ-კედელ,მინდორ-მინდორ სამარცხვინოდ გაექცა პრესას. სამძიმარს მაინც რა ედგა წინ თუნდაც ორი სიტყვით. მაგრამ მთელი ეს პროცესი მიმართული იყო იქით რომ რამენაირად არ გაღვივებულიყო მუხტი ხალხის თავმოყრით.სწორედ ამიტომ არ გამოაცხადეს გლოვა, არ დაუშვეს დროშები, არ გადაასვენეს სვეტიცხოველში ან სამების საკათედრო ტაძარში ცხედარი და კაცს რომელმაც გმირულად გასწირა სიცოცხლე,საშინელი წამებითაც კი არ გატყდა და არ მოაწერა ხელი რაიმე ჩვენებას მტერთა შედგენილს მიანიჭეს არა გმირის წოდება არამედ დააჯილდოვეს სხვა კატეგორიით. მთავარია მთელმა საქართველომ დაიტირა თავისი გმირი. დიახ ისტორიის შემოქმედი ჩვენი ხალხია და არა მედროვე-პარაზიტები.“

“ალია”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.